„გარდაიცვალა ბაბუაჩემი, თემურ წიკლაური“ , _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილიშვილი, ანდრო გოგიბედაშვილი ავრცელებს.
“გურია ნიუსი” ესაუბრა გორის სამხედრო ჰოსპიტალის პრესსამსახურს, სადაც წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს.
ცნობისთვის, თემურ წიკლაური კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
ქართველი საესტრადო მომღერლის და მსახიობის გარდაცვალების შესახებ დეზინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა.