ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსისსაქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ოფიციალურ ვებგვერდზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიერ მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებისადმი მიმართვა გამოქვეყნდა.
ასევე თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებულია აშშ-ის ვიცე პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთობლივად გამართული პრესკონფერენციის ტექსტიც.
ამასთან, საქართველოში ვიზიტს შესახებ წერს ვიცე-პრეზიდენტის მეუღლის პრესსამსახურიც. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქერენ პენსი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და სარეაბილიტაციო ცენტრ „კამარას“ ესტუმრა.
თეთრი სახლის ვებგვერდზე ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის მეორე ლედიმ თბილისში ვიზიტისას ერთ-ერთ რესტორანში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ისადილა. ამის შემდეგ კი ქართველ მხატვარ ოლესია თავაძეს შეხვდა და ქარვასლაში გამოფენილი მისი ნამუშევრები დაათვალიერა.
ქერენ პენსი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სიონის ტაძარშიც, – ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე.