,,OPEC-ი უკანონო სტრუქტურაა, რომელიც თავს ინადგურებს” – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგზე, როგორც ტრამპმა აღნიშნა მზად არის იპორტირებულ ნავთობზე გადასქხადი გაზარდოს „მთელი ცხოვრება ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოვდიოდი. ეს არის უკანონო სტრუქტურა, კარტელი, მონოპოლია. OPEC-ი უსამართლოდ ექცევა ამერიკას. იმპორტირებულ ნავთობზე თუ გადასახადის გაზრდა მომიწევა , მზად ვარ ეს გავაკეთო, ეს საჭიროა იმისათვის, რომ ათობით ათასი სამუშაო ადგილი შევინარჩუნოთ” – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა . მისი თქმით, საუდის არაბეთსა და რუსეთთან ნავთობის მოპოვების შემცირებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს ,,ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) შეთანხმებას ნავთობმოპოვების შემცირების შესახებ ვადა პირველ აპრილს ამოეწურა. სწორედ ამ შეთანხმებით იქნა შესაძლებელი, ნავთობის ღირებულების შენარჩუნება 50 დოლარის ნიშნულზე” – განაცხადა ტრამპმა როგორც ამერიკული მედია წერს, 6 მარტს გამართულ შეხვედრაზე OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა ახალ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგანაც რუსეთმა ნავთობის მოპოვების კიდევ უფრო შემცირებაზე უარი განაცხადა. რომლის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება თითქმის 66 პროცენტით დაეცა და ბოლო 2 ათწლეულის მინიმუმი შეადგინა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved