თბილისი-ოზურგეთის მატარებელს დღეს თბილისის სარკინიზო სადგურიდან გასვლა დააგვიანდა. ამის მიზეზი კი როგორც “გურია ნიუსს” რკინიგზის პრესსამსახურში განუცხადეს, შეფერხება გახდა.
რკინიგზაში ამბობენ, რომ თბილისი-ოზურგეთის მატარებელი სადგურში იდგა ტექნიკური ხარვეზის გამო, რის გამოც დაიგვიანა სადგურიდან გასვლა.
“სხვა სატვირთო მატარებელი იდგა ლიანდაგზე და შეყოვნება იყო”,_ გვითხრეს საქართველოს რკინიგზაში.
ინფორმაციისთვის, თბილისი- ოზურგეთის მატარებელმა 09:15 საათის ნაცვლად, საქართველოს დედაქალაქის რკინიგზის სადგური, დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით დატოვა, შესაბამისად ოზურგეთში ჩასვლაც სავარაუდოდ, ამდენი წუთით დააგვიანდება.