„ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ყურება, რადგან თავად ვარ ასეთ ტრაგედიაში ნამყოფი, როდესაც „ვარსკვლავების აკადემიის“ შენობა დაინგრა“, – ასე ეხმიანება მომღერალი თემო საჯაია ბათუმში მომხდარ ტრაგედიას.
საჯაია 2009 წლის 25 აპრილს მომხდარ შემთხვევასაც იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ მომხდარი უბედური შემთხვევის დროს მედიას მომხდარი არ გაუშუქებია, რადგან „მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების კომპანიები იყვნენ დანაშაულის „შემკვეთ-შემსრულებლები“.
„ბათუმი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს…
პირადად ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ყურება, რადგან თავად ვარ ასეთ ტრაგედიაში ნამყოფი, როდესაც 2009 წლის 25 აპრილის ღამით “ვარსკვლავების აკადემია”-ის შენობა დაინგრა და სასაწაულებრივად გადავრჩით მონაწილეები, მაგრამ ორი მემონტაჟე გარდაიცვალა.