https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თუ ბახმაროში დასვენებას გადაწყვეტთ, “ვაჟას” იმედი გქონდეთ!

12:28; 26.05.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

უკანონო მშენებლობები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურული გარემო _ ეს ვითარება ხვდება ყოველწლიურად კურორტ ბახმაროში დამსვენებლებს.

საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული კურორტის პრობლემების მოგვარება წლების განმავლობაში არ ხდება. ეს ბანალური რეალობაა, თუმცა, წლეულს იყო ერთი სიახლე _ ვიწრო წრისთვის და არა ბახმაროს გულშემატკივრებისთვის მოეწყო პრეზენტაცია და გაცხადდა, რომ ბახმაროში მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობას იწყებს კომპანია “ორბი”.

ამ მშენებლობის დააანონსებამ საზოგადოება ორად გაჰყო _ მომხრეები მიიჩნევენ, რომ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვითარება მოჰყვება. მოწინააღმდეგები კი მიიჩნევენ, რომ ბახმაროს უნიკალურობა უნდა შენარჩუნდეს, ინფრასტრუქტურული პროექტები ხელისუფლების ფავორიტმა კომპანიამ კი არა, სამართლიან ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა უნდა განახორციელონ.

“გურია ნიუსის” დღევანდელი რესპონდენტები აფიქსირებენ აზრს, რომ ბახმაროში ყველა მშენებლობა ხალხთან შეთანხმებით უნდა მოხდეს და ასევე, აუცილებელია, სახელმწიფომ დროულად იზრუნოს საკანალიზაციო, წყლის სისტემების მოწყობაზე, გაზიფიცირებაზე და შიდა გზების პრობლემების მოგვარებაზე; ეს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებია, აუცილებელი მინიმუმი, რომ დამსვენებელმა კომფორტულად დაისვენოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ისტორიული სახელის მიუხედავად, ბახმაროს სახელდება სულ რამდენიმე წელს ითვლის: შესაბამისი ისტორიული განკარგულება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2019 წლის 25 მარტის სხდომაზე გამოსცა.

_ საკმაოდ ბევრი პროცედურის გავლა მოგვიხდა. საკრებულოს მაშინდელი შემადგენლობის, სახელდების სახელმწიფო კომისიის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მინისტრის _ მაია ცქიტიშვილის ერთობლივი, ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, მოხდა სახელდება და დაიწყო დაბის სტატუსის მინიჭების შრომატევადი პროცედურა. შედეგად, მუნიციპალიტეტის რეესტრში 24-ე დასახლებულ პუნქტად შევიდა დაბა ბახმარო, _ ამბობდა “გურია ნიუსთან” საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე.

ახლა უკვე ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ჯერი დადგა, რომ სახელდებულ საკურორტო დაბაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ეზრუნა.

გოჩა ბერიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩხაკაურას მცხოვრებია: “ბახმაროს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ ირგვლივ, ზემოთ აზიდული მთებითაა გარშემორტყმული ბუნებრივად დაფარულ, შენახულ ზონაში. თუ გორს გადაღმა არ გადახვალ, ვერც კი წარმოიდგენ, რომ იქ დასახლებული პუნქტია”, _ ამბობს გოჩა.

მისივე თქმით, როდესაც კურორტი ნაკლებად პოპულარული იყო, კარგად ახსოვს, როგორ დადიოდნენ ადამიანები ფეხით, ურმით ან ცხენით:

“ბავშვობიდან დავდივარ ბახმაროში. რაც თავი მახსოვს, სეზონი არ გამომიტოვებია. სოფელ ჩხაკაურაში ვცხოვრობ და ჩემი ცხოვრება ასოცირდება ბახმაროსთან პირდაპირ მნიშვნელობით; მახსოვს ისეთი დროც, ბახმაროში თითო-ოროლა მანქანა დადიოდა. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ის თბილი ურთიერთობა, ბავშვობის ჟრიამული, უამრავი მეგობარი, რომლებთანაც დღემდე მაქვს ურთიერთობა… ყოველ საღამოს ინთებოდა კოცონი და იყო ცეკვა-თამაში… დღეს კი ძალიან გულდასაწყვეტი ფაქტები ხდება _ იმ ძველ პერიოდში, კომფორტის დიდი მოთხოვნა არ იყო… დღეის მონაცემებით, რაც არის ბახმაროში, ის ძველი დრო ჯობდა. დღეს შესაძლებლობა არის და ბევრი უკანონო მშენებლობით იცვლება იერ-სახე. 30-მდე სახლი დაშალა შარშან მეწყერმა და ამ ფაქტს უფრო მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდება. გარემოს უნდა მოვლა და პატრონობა. ეს კურორტი არის საქართველოს გული და ოქრო. სახლის აშენება საძირკვლიდან უნდა დაიწყო: პირველ რიგში, უნდა მოწესრიგდეს ის საკითხები, რომელიც აუცილებელია კურორტის განვითარებისთვის _ აუცილებელია კანალიზაციის არსებობა, აუცილებელია უწყლობის პრობლემის მოგვარება”.

ნათია ვაშალომიძე ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ის “გურიის სამოქალაქო ცენტრის” პროექტების მენეჯერია. ბახმაროში 1995 წლიდან ისვენებს და აქტიურად აქვეყნებს იმ რეალურ ამბებს კურორტიდან, რომელიც იქ ხვდება:

“ბოლო წლებში ელექტროსისტემა მოეწყო, რაც ნამდვილად დიდი შეღავათია დამსვენებლებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბახმაროს სჭირდება, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნაგვის გატანის გრაფიკის გაუმჯობესებაა.

ძალიან მნიშვნელოვანია უკანონო მშენებლობების კონტროლი; საჭიროა ეკოლოგიურად სუფთა შიდა ტრანსპორტის არსებობა. ამ წლების განმავლობაში, მხოლოდ შარშან იყო, როცა დამსვენებლების რაოდენობის სიმცირის გამო, წყალი შედარებით გვქონდა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ბახმაროში წყლის მომარაგების სისტემა გულისხმობს საერთო მოხმარების ონკანს, რომელიც უბანში მხოლოდ რამდენიმეა. შარშანწინ, მთელი სეზონის განმავლობაში, წყალს ვყიდულობდით ანუ, შესაბამისი ღირებულების გადახდის შემდეგ (500 ლიტრი _ 30 ლარი) _ ტრანსპორტით მოაქვთ წყალი და ასხამენ ჩემს კუთვნილ ავზში. სიმართლე გითხრათ, ამ სერვისის გაჩენამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დასვენების ხარისხი. როცა სახელმწიფოს იმედი არ გაქვს, კარგია, რომ პირობითად “ვაჟას” (ცისტერნის ავტომანქანის მძღოლის) იმედი მაინც არსებობს და სარეცხის გარეცხვას შეძლებ. წყლის ხსენებისას, აუცილებლად უნდა ვახსენო ამბულატორიის ქუჩა, სადაც საუბნო ონკანი არ არის. ამ ქუჩას წყალი საერთოდ არ მიეწოდება. მისი რელიეფის გამო, კერძო მომწოდებელსაც ვერ მოაქვს წყალი და მოქალაქეებს ძველი წესის მიხედვით, წყაროდან ბიდონებით უწევთ წყლის მომარაგება.

ბახმაროში საერთოდ არ არის კანალიზაცია, არის მხოლოდ ინდივიდუალური ჭები, საიდანაც ყოველგვარი ფილტრის გარეშე ნიადაგში გაედინება “ნახმარი წყლები”.

საკმაოდ პრობლემურია ნაგვის გატანის გრაფიკი. მაგალითად, დავიდიანცის მოედნიდან ნაგვის გატანა მუდამ პრობლემაა და იქ არსებული ურნები ყოველთვის გადავსებულია. ესაა მოკლე ჩამონათვალი, რაც ყოველდღიურად ართულებს დამსვენებლის ყოფას და რომელთა გაუმჯობესებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კურორტის განვითარებისთვის.

აქვე, ვისურვებდი რომ ბახმაროს ჰქონდეს ეკოლოგიურად სუფთა შიდა ტრანსპორტი, რომელიც შეამცირებს კურორტის შიგნით კერძო ტრანსპორტით გადაადგილებას და გამონაბოლქვითა და მტვრით გარემოს დაბინძურებას.

პრობლემების ამ ჩამონათვალის ფონზე, თითქოს არ უნდა ახსენო, თუმცა, ნამდვილად თვალშისაცემია უკანონო მშენებლობების რაოდენობა. ნებისმიერ ადგილას ჩადგმული შენობა, რომელსაც ხშირად მიწერილი აქვს აღრიცხვის ნომერი, თუმცა, აღწერის მეტი არაფერი გაკეთებულა ამ მიმართულებით. უკანონო მშენებლობების აკრძალვის უგულებელყოფა წაახალისებს ადამიანებს, სამშენებლო მასალების ატანის შეზღუდვის პირობებშიც, შეძლოს და სადაც მათ უნდათ, როცა უნდათ ჩადგან შენობა. ასევე, აძლევს იმედს, რომ ოდესმე დაიკანონებს მას”, _ ამბობს ნათია ვაშალომიძე.

ბახმაროში უკანონო მშენებლობების ბუმი დიდი ხანია გრძელდება და რამდენიმე პერიოდს მოიცავს, თუმცა, ასეულობით სამართალდარღვევის მონაწილეებს პასუხი დღემდე არ უგიათ. უკანონო მშენებლობების “დამალვა” შეუძლებელია და მფლობელების ვინაობის გარკვევა ადასტურებს, რომ ამ კანონდარღვევების უკან, ძირითადად, ყოფილი თუ ახლანდელი მაღალჩინოსნები დგანან.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კურორტის ტერიტორიაზე გახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი საჭიროების, ეკოლოგიური, კანონიერების თვალსაზრისით, საფუძვლიან უნდობლობას იწვევს და საზოგადოებასთან არაა შეთანხმებული.

ფრაქცია “ჩოხატაური საქართველოსთვის” თავმჯდომარე გოგი ბოლქვაძე სანამ ოპოზიციაში გადავიდოდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი იყო:

“ბახმაროს მიწათსარგებლობის გენგეგმა პირველად მომზადდა და დამტკიცდა 2010 წელს. რა თქმა უნდა, გენგეგმის სპეციფიკა ისეთია, რომ ძირითად ვერსიაშიც კი შეიძლება შევიდეს ცვლილებები, პროცესში ხარვეზი თუ აღმოჩნდება.

2010 წლის გეგმის მიხედვით, “ორბის” ნაკვეთები იყო მაშინ საკურორტო სარეკრეაციო ტერიტორია, სადაც მშენებლობა იკრძალებოდა; კონკრეტულად გაწერილი იყო პარკი, ბაღი, სკვერი და საზოგადოებრივი ადგილები. ფოტო ძველი გეგმის ფოტოზე, სადაც ახლა”ორბის” მიწაა, მწვანე ფერი აღნიშნავს რეკრეაციულ ზონას. შემდეგ შეიცვალა ეს გეგმა და 2017 წელს დამტკიცდა ახალი გეგმა; ბევრი ცვლილება დაგროვდა, მოითხოვდა მუშა პროცესში განახლებას. იყო ხარვეზები მშენებლობის ნებართვების გაცემისას, რაც ეტაპობრივად გროვდებოდა. შემდეგ, 2019 წელს კიდევ შევიდა ცვლილება გეგმაში და ამ ეტაპზე, ეს გენგეგმაა მოქმედი. “ორბის” ნაკვეთზე ამ გენგეგმის მიხედვით, გადის როგორც საბაგირო ტრასა, ასევე, ნაკვეთის ზედა მხარეს არის ლანდშაფტის ზონა, რომელსაც ადევს ზვავსაშიში ზოლიც. საბაგირო ზოლსა და ზვავსაშიშ ზოლებს შორის როგორ ჩაატიეს პროექტი, ვერ ვხვდები ან თუ ცვლილება შევიდა გენგეგმაში, მაშინ უნდა დამტკიცებულიყო ოფიციალურად საკრებულოს მიერ. ნებართვის ასე ბრმად გაცემა, არ ვიცი…” _ ამბობს გოგი ბოლქვაძე.

“გურია ნიუსის” კითხვას, რა პრობლემების წინაშე დგას ამ დროისთვის საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი, პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, მალხაზ ჩხიკვაძე ასე პასუხობს:

“ბახმარო საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია, გურიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩოხატაურელებისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომაა ბახმაროში მიმდინარე პროცესებისადმი ასეთი ინტერესი და სწორედ ამიტომაც, ჩოხატაურელების, ბახმაროელების და გურიის მოსახლეობის აზრს და ინტერესებს გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ბევრად სჯობდა “ორბის” მიერ დაგეგმილი პროექტი საჯაროდ განხილულიყო ჩოხატაურში და მთელ გურიაში. მართებული იქნებოდა “ორბი ჯგუფის” წარმოდგენილი პროექტი საჯარო გამხდარიყო დამტკიცებამდე და არა დამტკიცების შემდეგ, ვიწრო წრეში ჩატარებული პრეზენტაციისა და ტელევიზიაში სარეკლამო სიუჟეტის სახით.

“ორბი ჯგუფს”, უპირველესად, განსხვავებული აზრის მოქალაქეებთან და სპეციალისტებთან შეხვედრაში უნდა დაეხარჯა დრო, ყველა კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი გაეცა და დასაბუთებული კრიტიკული შენიშვნები გაეთვალისწინებინა. შესაბამისად, შესწორებებიც შეეტანა პროექტში. ასე მივიღებდით საზოგადოებასთან მაქსიმალურად შეთანხმებულ პროექტს.

საზოგადოების უგულებელყოფა და მათი აზრის იგნორირება ყოველთვის აზარალებს საქმეს. როცა დასჭირდათ, პრეზენტაციაზე კი მიიწვიეს ახლანდელი მერი და ახლანდელი საკრებულოს თავმჯდომარე ტაშის დასაკრავად და მათთვის სასარგებლო კომენტარების გასაკეთებლად, ჩოხატაურელების და ბახმაროსთან ცხოვრებისეულად დაკავშირებული მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება კი საჭიროდ არ მიიჩნიეს! ნებისმიერი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, უნდა ემსახურებოდეს მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებას და მხოლოდ ინვესტორის ინტერესებზე არ უნდა იყოს მორგებული.

დღემდე დასმული შეკითხვების უმრავლესობაზე პასუხად, ზოგჯერ ტყუილი გვესმის: გენერალური დირექტორი ამბობს, რომ შენობის სიმაღლე 12 მეტრი იქნებაო, პროექტში კი 19 მეტრი წერია; რომ სასტუმრო-კომპლექსში იქნება 350 აპარტამენტი, პროექტში კი წერია 181 ნომერი. ზოგჯერ კი ინფორმაციით მანიპულირება ხდება _ მაგალითად, როდესაც გვაჩვენებენ ევროპული კურორტების სურათებს და არ ამბობენ, რომ მაგალითად, დავოსი 10-ჯერ მეტ ფართობზეა გაშენებული, ვიდრე ბახმარო, მუდმივი მოსახლეობა კი უკვე 1930 წლიდან 10 ათასზე მეტია. დავოსი არა მარტო კურორტული ცენტია, არამედ რეგიონული ცენტრიცაა.

კიდევ ერთი მაგალითი: საფრანგეთი კურორტ კურშაველში, რომელსაც ასევე ხშირად ახსენებენ, 40-ზე მეტი სასტუმროა აშენებული და ყველაზე დიდი 127-ნომრიანია, ბახმაროს წარმოდგენილი სასტუმრო-კომპლექსში კი 350 ნომერია. კურშაველში სასტუმროებთან ერთად, მრავლადაა კომფორტული კოტეჯებიც თუმცა, მათ სურათებს არ გვიჩვენებენ. ამიტომაც უჭირთ იმის საჯაროდ დადასტურება, რაც კარგადაა მათთვის ცნობილი, რომ ევროპულ კურორტებზე ამჟამად ძირითადი აქცენტი კოტეჯური ტიპის განაშენიანებაზე აქვთ გადატანილი, რადგან მასშტაბური შენობების და მაღალსართულიანი კორპუსების არსებობას წინა საუკუნის ცუდ გამოცდილებად ითვლება.

ის, რომ მოსახლეობის აზრი არ აინტერესებთ, გულდასაწყვეტი და სამწუხარო ფაქტია; მაგრამ, როდესაც მოსახლეობა იმდენად დაბალ დონედ მიაჩნიათ, რომ აშკარად ტყუილებს ეუბნებიან ან ფაქტების მანიპულირებით ცდილობენ მათი მხარდაჭერის მოპოვებას, ეს უკვე შეურაცხმყოფელია. როცა კითხვები მრავლადაა და პასუხები ბუნდოვანი, მცდარი, და დაუსაბუთებელი, მაშინ ბუნებრივად ჩნდება უნდობლობა.

ბახმაროსთვის კოტეჯური სტილის განაშენიანება რომ ბევრად ჯობს და უფრო თანამედროვეა, ეს კარგად იცის გენერალური გეგმის ავტორმა ბატონმა გიორგი სულაბერიძემ. ეს დაადასტურა კიდეც მედიაში. თუმცა, გვირჩია, მომავალში იფიქრეთ ამაზე, 10-15 წლის მერეო, როდესაც ევროკავშირის წევრი და ევროპული დონის ქვეყანა გავხდებითო. რატომ დალოცვილო?! თუ იცი, რომ კოტეჯური განაშენიანება უკეთესია, რატომ უნდა წავიდეთ იმავე ევროპელების მიერ დაწუნებული და უარყოფილი განაშენიანების გზით და არა თანამედროვე და ბახმაროსთვის შესაფერისი განაშენიანების გზით, ისე რომ ბახმაროც გაშენდეს და დამშვენდეს, მოსახლეობამაც მეტი სარგებელი მიიღოს და ბახმარომაც არ დაკარგოს მისი თვითმყოფადობა, უნიკალურობა და მიმზიდველობა?! მხოლოდ იმიტომ, რომ ამჟამად მოსახლეობა არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, საკუთარი სახსრებით ააშენოს თანამედროვე და კომფორტული კოტეჯები?! ეს არ არის არგუმენტი, რადგან სწორი და გეგმაზომიერი მოქმედებით ხელისუფლებას შეუძლია ამ პრობლემის მოგვარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. როდესაც ხელისუფლება და განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლება მოაგვარებს ინფრასტრუქტურულ პრობლემებს _ შიდა გზებს, წყალმომარაგებას, კანალიზაციას, ელექტრომომარაგებას, ააშენებს საავტომობილო ხიდებს, ბახმაროს მიმართ ინტერესი ბევრად გაიზრდება. აღარ იქნება საჭირო თეთრ ცხენზე ამხედრებული 100 მილიონის დამხარჯავი რაინდის ლოდინი. ბევრად მცირე თანხიანი, 100-200 ათასის დამხარჯავი, მრავალი ინვესტორის დახმარებით მოგვარდება ბახმაროს განაშენიანება, შენარჩუნდება მისი უნიკალურობა, თვითმყოფადობა და სილამაზე, რაც მთავარი მიმზიდველი ფაქტორია ტურისტებისთვის და ბახმაროში მათი რაოდენობის ზრდით კი ყველაზე მეტად ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა გაუმჯობესდება. თორემ, ახლაც ისვენებენ ბუნების მოყვარული ტურისტები ევროპულ კურორტებზე, ოღონდ ამით ჩვენში ვერავინ სარგებლობს. კოტეჯური განაშენიანების განვითარების შემთხვევაში ფინანსურად შეჭირვებული მოსახლეობა ბევრად მეტ სარგებელს მიიღებს. რა აჯობებს მათთვის, ვინც ბახმაროში კანონიერად ფლობს მიწის ნაკვეთს ან სარემონტო და მოძველებული, არაკომფორტული კოტეჯი აქვთ საკუთრებაში და არ აქვთ რემონტის და მშენებლობის შესაძლებლობა, გახდნენ თანამედროვე, კომფორტული კოტეჯში საკუთრების მფლობელი, რომელიც მათი მუდმივი შემოსავლის წყარო გახდება თუ იყვნენ დაქირავების მოლოდინში?!

და რაც მთავარია, ყველა ვთანხმდებით, რომ ბახმარო უნიკალური კურორტი სწორედ მშენებლობებით დაუზიანებელი ბუნებითაა. როგორ ფიქრობთ, ალპინისტს რომ შესთავაზო მწვერვალზე კომფორტული ესკალატორით ასვლა, ძალიან მოიხიბლება?!” _ გვითხრა მალხაზ ჩხიკვაძემ. მისივე თქმით, ბახმარო აუცილებლად უნდა აშენდეს, დამშვენდეს და თავისი უნიკალურობა შეინარჩუნოს, სამწუხაროდ, არის საფრთხე, რომ “ორბის” პროექტის ამ სახით გახორციელება ლოკომოტივის ფუნქციას კი არ იკისრებს, არამედ ბახმაროს სწორი, ჰარმონიული და თანამედროვე განვითარების ტორპედირებას მოახდენს. მოხდება ბახმაროს ბეტონიზაცია.

ამ საფრთხეს არ გამორიცხავს გენერალური გეგმის ავტორიც და სავსებით რეალური ჩანს, რადგან “ორბი ჯგუფს” 2019 წლის 15 მაისის განკარგულებით, მხოლოდ 2029 წლამდე აქვს აკრძალული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, თანაც მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც 1 ლარად გადაეცა, თუმცა, არა იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მთავრობის განკარგულების გამოცემის შემდეგ მრავლად შეიძინა ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე. ამიტომაც საჭიროა, რომ წარმოდგენილი პროექტი დაბრუნდეს საწყის ეტაპზე, მოხდეს მისი შესწორება და ბახმაროსთვის შესაფერის და საუკეთესო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა, საზოგადოების ფართო ჩართულობით და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მისი გახორციელება.

“მიუხედავად იმისა, რომ ბახმარო ტრადიციულად დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მახასიათებლების მქონე მთის კურორტი, იგი ყოველთვის მოკლებული იყო ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღებას”, _ ამბობს 2012-2020 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე.

“ვგულისხმობ იმას, რომ კურორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც ელემენტარული მოთხოვნილებაა ნებისმიერ კურორტზე, სულ რამდენიმე წელია დაიწყო და საბედნიეროდ, უმთავრესი რაც იყო, ელექტროენერგიის პრობლემა მოგვარდა.

ცოტა უფრო ადრე დაიწყო მისასვლელი საავტომობილო გზის მოასფალტება და ა. შ. ბახმაროს დღემდე შენარჩუნებული ჰქონდა ე.წ. “სახალხო კურორტის” არაოფიციალური სტატუსი, რაც უპირველესად იმას გულისხმობდა, რომ არანაირი განსაკუთრებული წესები მსურველისთვის ჰქონოდა სააგარაკო სახლი ბახმაროში არ არსებობდა. ამან მიგვიყვანა “ველურ” განაშენიანებამდე, რაც ბევრისთვის დღესაც უფრო მისაღებია, ვიდრე რეგულაციების შემოღება. დღეს აშკარაა, რომ დროის მოთხოვნებს ბახმაროს მდგომარეობა, ჯერჯერობით ისევ ვერ პასუხობს და ამიტომ, მისასალმებელია, რომ დაწყებულია გარკვეული სამუშაოები შიდა საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ამის პარალელურად, კვლავ იზრდება ინტერესი კურორტის მიმართ, რაზეც მეტყველებს ის გახმაურებული პროექტი, რომლის გახორციელებისაც გეგმავს საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია “ორბი”. ეს ინტერესი ცალსახად მისასალმებელია, მაგრამ პროექტის მიმართ გაჩნდა ბევრი შენიშვნა და ვფიქრობ, რომ მათი გათვალისწინება აუცილებელია. ეს შენიშვნები არ მოდის რიგითი დამსვენებლებისგან, იგი სპეციალისტებისგან მოდის და ვერანაირად ვერ იქნება უგულებელყოფილი. ეს სერიოზული მასშტაბის პირველი პროექტია და ბუნებრივია, მის მიმართ ყურადღება დიდია, რადგანაც ამ პირველი დიდი პროექტი, ნებისმიერ შემთხვევაში გახდება ბახმაროს მომავალი განვითარების საწინდარი. იგი მისცემს ტონს სხვა მშენებლობებს, რაც ამ კურორტზე გახორციელდება სამომავლოდ. ამიტომ, ეს მიმდინარე პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს მონაწილეობა პროექტის ფართო განხილვაში და მიიღოს პასუხი ყველა მისთვის საინტერესო შეკითხვაზე. პროექტის განხილვა მხოლოდ ადგილობრივი მერიის დონეზე, ცალსახად არაა საკმარისი. ვის არ უნდა გაბრწყინებული ბახმაროს ნახვა, რომელიც პოტენციურად შეიძლება გახდეს არა მხოლოდ საზაფხულო, არამედ საზამთრო კურორტიც, მაგრამ ცნობილ კურორტებზე დაშვებული შეცდომები, რაც 70 წლებში მოხდა ძირითადად, არ უნდა გავიმეოროთ. ბახმაროსგან, საბოლოო ჯამში, უნდა მივიღოთ არა ბეტონის ჯუნგლები, როგორც სამწუხაროდ მოხდა საქართველოს ზოგიერთ სხვა კურორტზე, არამედ თანამედროვე ინფრასტრუქტურულ, ეკოლოგიურ მოთხოვნებზე სრულად მორგებული კურორტი, რომელიც განვითარებასთან ერთად მაქსიმალურად შეინარჩუნებს თავის თვითმყოფადობას. მოკლედ, რომ ვთქვა, მე ვარ მაქსიმალურად საჯაროობის მომხრე ამ მიმდინარე კონკრეტულ პროცესში და გამიხარდება, თუ ამ პროცესის ყველა მთავარი მონაწილე მაქსიმალურად ადეკვატური იქნება იმ გამოწვევების წინაშე, რამაც იჩინა თავი”, _ გვითხრა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რა ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს სახელმწიფო ბახმაროში და საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწერილ პასუხში აღნიშნულია: “გაცნობებთ, რომ განცხადებაში მითითებულ ტერიტორიულ ერთეულებში ამ ეტაპისთვის, მიმდინარე წლის ბიუჯეტით არ არის დაგეგმილი რაიმე სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება. თუმცა, 2030 წლის ჩათვლით, ეტაპობრივად დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით არსებული დასახლებების სტაბილური და თანამედროვე წყალმომარაგების სისტემით უზრუნველყოფა”.

“გურია ნიუსი” სამინისტროსგან დეტალურად ითხოვდა შემდეგ კითხვებზე პასუხებს:

“მოგვაწოდეთ 2023 წელს, ბახმაროში, სამინისტროს მიერ გახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი, მათი ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო;

2024 წელს, ბახმაროში დაგეგმილი პროექტების ჩამონათვალი, ბიუჯეტი, მათი დაწყება/დასრულების ვადები და დაფინანსების წყარო;

2024 წელს დაგეგმილი პროექტების საპროექტო განაცხადები, მათი არსებობის შემთხვევაში”.

სამინისტროს მიერ გამოგზავნილი პასუხი არასრულია და ჩვენს კითხვებზე სრული პასუხი არ არის გაცემული. მათ მიერ გამოგზავნილ დანართიდან მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ 2024 წელს ბახმაროში ორი მიმდინარე პროექტი ხორციელდება: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შ-81 ჩოხატაური-ბახმაროს ს/გზის კმ34-კმ55 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს არის მიმდინარე პროექტი, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულდეს. მისი ღირებულება 16, 300, 519.13 ლარია.

მეორე პროექტი _ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შ-81 ჩოხატაური-ბახმაროს ს/გზის კმ50-კმ52 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების და ბახმაროში მდ. ბახვისწყლის კალაპოტის გასწორხაზოვნების სამუშაოები. ესეც 2024 წელს უნდა დასრულდეს და მისი ღირებულებაა 3,116, 185.18 ლარი.

რაც შეეხება დასრულებულ პროექტს, სამინისტროდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ 2023 წელს მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია, რისთვისაც დაიხარჯა 1 375 422.5 ლარი.

ჩვენს კითხვებზე მსგავსი, არასრული პასუხი გაგვცა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელმაც. კომპანიას შემდეგი კითხვებით მივმართეთ: “2023 წელს ბახმაროში, წყალმომარაგების კომპანიის მიერ გახორციელებული პროექტების ჩამონათვალი, მათი ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო; 2024 წელს, იგივე ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტების ჩამონათვალი, ბიუჯეტი, მათი დაწყება/დასრულების ვადები და დაფინანსების წყარო; 2024 წელს დაგეგმილი პროექტების საპროექტო განაცხადები, მათი არსებობის შემთხვევაში; კვლევა, ანგარიში ან/და სხვა დოკუმენტი, მისი არსებობის შემთხვევაში, სადაც აღწერილია, წყალმომარაგება/საკანალიზაციო ქსელის კუთხით რა მდგომარეობაა აღნიშნულ ტერიტორიებზე”.

როგორც მათ გამოგზავნილი ინფორმაციისგან ირკვევა, ამ წელს კომპანიას არ აქვს დაგეგმილი პროექტების გახორციელება ბახმაროში.

ჩვენ სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ, თუ რომელი პროექტები გახორციელდა ან რას გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება ბახმაროს ინფრასტრუქტურის გასავითარებლად.

როგორც ხედავთ, ბახმაროში მილიონობით ლარი იხარჯება მდინარე ბახვისწყლის კალაპოტის გასწორხაზოვნებაზე, ბეტონის “პარკის” “რეაბილიტაციაზე” მაშინ, როცა დაბაში არ არის წყალი, გაზმომარაგება, კანალიზაცია. კურორტის ტერიტორიაზე ათასობით უკანონოდ აგებული სახლია, რომელთა ნაწილი მაღალჩინოსნებს ეკუთვნით. ტრადიციულად, ბახმაროში დასვენების მსურველებს სუფთა ჰაერი, ზღვით გაჯერებული ნისლების უნიკალური თერაპია და ვაჟა ელოდება ცისტერნიანი ავტომზიდით, რომელიც სახელმწიფოს ნაცვლად მოგიტანთ წყალს!

გიორგი გირკელიძე
ლისა კოროშინაძე

ბახმარო
გაზიარება36Tweet22Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორია ხელფასები რეგიონების მიხედვით

18:33; 16 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 16 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

„ჩემს ხელში რომ იყოს ამ განკარგულების მომზადება, ნასვამ მძღოლებს ამ სიაში არ შევიყვანდი“- მელაძე

16:49; 16 დეკემბერი, 2025
xr:d:DAE_hReSbqE:34,j:42482255595,t:22112907
საზოგადოება

რატომ აცხობენ ბარბარობას ლობიანს?

15:12; 16 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

„დედის საფლავის მოსანახულებლად წასულს დაგასრულებინეს სიცოცხლე“

14:26; 16 დეკემბერი, 2025

„მწვრთნელმა მითხრა: „ხვალ რომარიო უნდა ჩაიბაროო“, ეს იყო მისი საჩუქარი“

როგორ შეაშინეს ყვავებმა რამაზ ჩხიკვაძე

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორია ხელფასები რეგიონების მიხედვით

18:33; 16.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

18:21; 16.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 16.12.2025
საზოგადოება

„ჩემს ხელში რომ იყოს ამ განკარგულების მომზადება, ნასვამ მძღოლებს ამ სიაში არ შევიყვანდი“- მელაძე

16:49; 16.12.2025
სამართალი

შსს: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაშია მიცემული

16:35; 16.12.2025
პოლიტიკა

რომელი ქვეყნების ელჩებმა გადასცეს ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები

15:26; 16.12.2025
xr:d:DAE_hReSbqE:34,j:42482255595,t:22112907
საზოგადოება

რატომ აცხობენ ბარბარობას ლობიანს?

15:12; 16.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და MAC Georgia-ს პროგრამაში 68 სტიპენდიატი გამოვლინდა

14:53; 16.12.2025
სამართალი

მძიმე ავარია ქუთაისში

14:46; 16.12.2025
ფინანსები

მიიღეთ მეორადი ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული სერვისები საქართველოს ბანკის ფილიალებში

14:41; 16.12.2025
საზოგადოება

„დედის საფლავის მოსანახულებლად წასულს დაგასრულებინეს სიცოცხლე“

14:26; 16.12.2025
ფინანსები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით,  45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:20; 16.12.2025
საზოგადოება

ამერიკაში ქართველი ახალგაზრდა ემიგრანტი გარდაიცვალა

12:36; 16.12.2025
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის სოციალური პროგრამა – თანაბრად გაზიარებული სარგებელი

12:24; 16.12.2025
საზოგადოება

მთავრობის უახლესი გადაწყვეტილება, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეებმა უნდა გაითვალისწინონ

10:50; 16.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო