https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თუ გამოუშვებენ, მომკლავს!” _ რა კეთდება ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად

12:31; 9.02.2024
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსმა” წერილი მიიღო _ გურიის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს.

 როგორც ახალგაზრდა ქალი გვიყვება, წლების წინ, მასზე ასაკით უფროსი მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, დაორსულების გამო კი იძულებული იყო ცოლად გაყოლოდა. თუმცა, მისი მდგომარეობა ვერც ოჯახის შექმნამ და ვერც ბავშვის შეძენამ ვერ შეამსუბუქა _ პირიქით, მეუღლე მასზე ძალადობას აგრძელებდა.

“ჩემზე იძალადა. ორსულად დავრჩი და იძულებული გავხდი, ცოლად გავყოლოდი _ სხვა გზა არ იყო.

ძალიან კარგად ვცხოვრობდით, მაგრამ ცოტა ხანში ჩემი ტანჯვა დაიწყო _ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ქმარს უმიზეზოდ შეეძლო ჩხუბი, ეჭვიანობა, მცემდა, მამცირებდა. ვმუშაობდი, ის კი ჩემი გამომუშავებული ფულით ცხოვრობდა.

ამ ყველაფერს შვილის გამო ვითმენდი, მაგრამ ბავშვითაც დაიწყო ჩემი დაშანტაჟება _ ერთხელაც ყველაფერი მომბეზრდა და დაშორება შევთავაზე. ვუთხარი, რომ შვილთან ურთიერთობას არ ავუკრძალავდი, მაგრამ მასთან ერთად ცხოვრება აღარ შემეძლო. იმ დღესაც ძალიან მცემა. სასოწარკვეთისგან თვითმკვლელობა ვცადე.

ამ ფაქტის მერე წავიდა და სახლში არც დაბრუნებულა. მაშინ არ მივმართე პოლიციას, რადგან ვიფიქრე ყველაფერი დასრულდა-მეთქი, თუმცა, შევცდი. ქუჩაში მხვდებოდა, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მწერდა, მაშინებდა.

ჩემი ბრალია, საქმე აქამდე რომ მივიდა, რადგან თავის დროზე არავის ვთხოვე დახმარება, თუმცა, როცა პოლიციას მივმართე დახმარებისთვის, სულ გირაოთი ათავისუფლებენ. ამიტომ ჰგონია, მსგავს ქმედებას ყოველთვის აპატიებენ და მემუქრება, რომ პოლიციაში ჩივილს არ მაპატიებს და მომკლავს.

თუ გამოუშვებენ, სადღაც მაინც დამხვდება. ერთხელ უკვე სცადა. ჯერ სამსახურში მომივარდა, მეჩხუბა. ვუჩივლე და გირაოთი გამოუშვეს. მითხრეს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიცა და ვერ მომიახლოვდებოდა, მაგრამ მალევე ქუჩაში დამხვდა და ტანსაცმელი შემომახია.

ახლაც დაკავებულია, საქმის განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ მეშინია, რომ ისევ გამოუშვებენ და სადმე დამხვდება.

ვის აღარ მივმართე დახმარებისთვის. მეუბნებიან, რომ რადგან ჯერ პატიმრობაშია ვერაფრით დამეხმარებიან და თუ გამოუშვებენ, ამის მერე შეიძლება ისევ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, მაგრამ ორდერმა აქამდე ვერ შეაკავა და ახლა შეაკავებს?

ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ყოველ დღე საშინელ ამბებს ვიგებთ და არ მინდა ამაზე ფიქრი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგ სამწუხარო ახალ ამბავში მე აღმოვჩნდე. მერე ყველა ილაპარაკებს, დღეს კი ვერავინ მეხმარება. სამართალი ხომ უნდა არსებობდეს?” _ გვწერს  მარტოხელა დედა.

როგორც გავარკვიეთ, საქმე სასამართლოში განიხილება.

პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდება წარდგენილია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, ბრალდებული ბრალდებას უარყოფს. უფრო მეტიც, ამბობს, რომ არც კი იცნობს, მასთან და არც ბავშვთან არაფერი აკავშირებს:

“ჩატარდა სასამართლო პროცესი, რომელსაც მე არ ვესწრებოდი _ სამუშაოდ ვარ წასული. ბრალდებული დაკითხეს და ყველაფერი იაუარა. თქვა, რომ ბავშვიც მისი არაა. თავის დაძვრენის მიზნით ყველაფერს კადრულობს. კიდევ კარგი ძველი საქმე დაუდეს წინ. იმედი მაქვს, რომ სამართლიანობას მივაღწევ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მეშინია, გაათავისუფლებენ და შემდეგ ვერაფერი შეაჩერებს”.

„საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, ყოველ მე-4 ქალს კი სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს“, _ ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ევროკავშირის მხარდაჭერით წარადგინეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ევროკავშირთან, შვედეთისა და პოლონეთის მთავრობებთან თანამშრომლობით მოხდა საქართველოში კრიზისული ცენტრების აშენებაც, რომელთა ფუნქციაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე, სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის იმ მსხვერპლებისთვის იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაა, რომლებსაც ჯერ მსხვერპლის სტატუსი არ აქვთ.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ამ ცენტრში კონსულტაციაზე მისულმა დახმარების მიღებაზე თანხმობა თქვა, თუმცა პროგრამაში როგორ უნდა ჩართულიყო, ეს არავინ განუმარტა. არც არავის მოუთხოვია დოკუმენტები. არც ცენტრიდან დაკავშირებია კონსულტაციის გავლის შემდეგ ვინმე და მცდელობის მიუხედავად, ვერც თვითონ დაუკავშირდა.

იმის შესახებ თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ქვეყანაში შემაკავებელი ორდერი და ზოგადად, ძალადობის აღმკვეთი საპრევენციო ღონისძიებები, არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” იურისტს იმერეთში, სალომე სალდაძეს ვესაუბრეთ.

მან ჩვენთან საუბრისას არაერთი საქმე გაიხსენა, რომლებიც ჩვენი რესპონდენტის საქმეს ძალიან ჰგავს:

„გვქონდა შემთხვევა, როცა მოძალადე გამოვიდა ციხიდან, მაშინვე დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს და ჰქონდა ადგილი მუქარასაც.

პირველი, რაც გავაკეთეთ, მოვითხოვეთ შემაკავებელი ორდერის გამოცემა. გამოძიება მუქარაზე არ დაწყებულა იმ მომენტში იმიტომ, რომ სერიოზული მტკიცებულება არ გვქონდა. ამიტომ შევთავაზე ჩემს ბენეფიციარს, რომ ჯერ დავიწყოთ შემაკავებელი ორდერით, თუმცა, ზუსტად შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან ორ დღეში ამ ადამიანმა დაარღვია შემაკავებელი ორდერი და სიცოცხლის მოსპობით საქმეზე გამოძიება დაიწყო ორი მუხლით.

ერთია არის  შემაკავებელი ორდერის დარღვევა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ხოლო მეორე არის მუქარა, რომელიც, ასევე, დასჯადია.

კიდევ გვქონდა ერთ საინტერესო საქმე, რომელიც 5 მუხლით იყო აღძრული და დღემდე წარმოებაშია. მათ შორის არის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ფსიქოლოგიურად ძალადობა და ასევე სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება, პირადი ცხოვრების ამსახველი მონაცემის გასაჯაროება. თვეების წინ დაიწყო გამოძიება. ჩვენ მოგვმართა მსხვერპლმა და მალევე მოძალადეს შეეფარდა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა. ამ პერიოდში საპატიმროდან რამდენჯერმე დაურეკა მსხვერპლს და სთხოვა განცხადების გამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ სასამართლოში ჩივილს უპასუხოდ არ დატოვებდა. ეს მოხდა გუშინ და გადავწყვიტეთ, მოვითხოვოთ დამატებით შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

კიდევ ერთი საქმე _ მეუღლე დააკავეს ქონებრივ დანაშაულზე, ყაჩაღობაზე და მიესაჯა 8 წელი. ხოლო ცოლი აგრძელებდა ცხოვრებას ქმრის სახლში და ერთ დღესაც გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა. ეს როცა გაიგო პატიმრობაში მყოფმა ქმარმა, დაურეკა საპატიმროდან და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამის შესახებ ბენეფიციარმა მოგვმართა. დასრულდა გამოძიება და მოძალადეს სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა ორი წელი იმ სასჯელზე დამატებით, რომელსაც უკვე იხდიდა ყაჩაღობისთვის.

ეს ქეისები მოვიყვანე იმის ხაზგასასმელად, რომ ერთია, როცა ხდება ოჯახში მამაკაცების მხრიდან ქალებზე ძალადობა, ხოლო მეორეა ის, რომ უკვე სასჯელმოხდილი პირები ძალიან მარტივად იდენენ იგივე ხასიათის დანაშაულს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ პრევენციის მექანიზმი ძალიან სუსტი გვაქვს. ამ კუთხით გვჭირდება ძალიან დიდი მუშაობა. იმისთვის, რომ ხელმეორედ მაინც ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი შემცირდეს. ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა რომ სასჯელი ოჯახურ და გენდერის ნიშნით ძალადობაზე კიდევ უფრო გაიზარდოს.

როგორც უკვე ვახსენე, გირაოში მყოფი პირები ძალიან ხშირად ჩადიან ხოლმე იგივე ხასიათის დანაშაულს. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მოსამართლეები აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებამდე, გირაოს უფარდებენ. სამწუხაროდ, გირაო დღევანდელ დროში ძალიან იშვიათად ხდება შემაკავებელი მექანიზმი იმისა, რის გამოც ინიშნება აღმკვეთი ღონისძიება”, _ ამბობს სალდაძე.

_ რას ითვალისწინებს კანონი, როცა ხდება შემაკავებელი ორდერის დარღვევა?

_ შემაკავებელ ორდერს აქვს თავის პირობები. თუ მოძალადე დაარღვევს რომელიმე პირობას, მაგალითად, მიუახლოვდება მსხვერპლს, იწყება სისხლის სამართლის გამოძიება. შემაკავებელი ორდერის დარღვევა დასჯადია.

_ რა დახმარება უნდა გაეწიოს ძალადობის მსხვერპლს, როცა ეშინია და მოძალადის გათავისუფლების დრო ახლოვდება?

_ ბევრი მოქალაქე შეშინებული მოგვმართავს, რომ აი, გამოდის რამდენიმე თვეში, დღეში და რა გავაკეთო? როცა ადამიანს ჯერ არ გაუკეთებია რამე ქმედება, რომელიც ობიექტურად იქნება შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი, წინასწარ ვერაფერს ვერ მოითხოვ. თუმცა, ასეთ დროს ყოველთვის ვურჩევ ძალადობის მსხვერპლ ქალს, იყოს ყურადღებით. ძალადობის პირველივე ნიშნის დროს მივდივართ პოლიციაში და ან ვითხოვთ შემაკავებელ ორდერს ან გამოძიების დაწყებას, იმის მიხედვით, თუ როგორია მოძალადის ქცევა. მაგალითად, თუ საუბარი შეიცავს მუქარის ნიშნებს, ვიწყებთ სისხლის სამართლის გამოძიებას, თუ საქმე არ შეიცავს მუქარას, მაგრამ არის არასასურველი კომუნიკაცია, ეს არის საკმარისი, რომ გამოიცეს შემაკავებელი ორდერი.

ხშირად ამ შემაკავებელ ორდერს არღვევენ მოძალადეები და შემდეგ ისევ იგივე წრეზე მიდის საქმე. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია სასჯელის გამკაცრება და პირობითი მსჯავრის გამოტანის შესაძლებლობა არ უნდა იყოს.

გამოძიების პერიოდში, განყოფილება რომელიც იძიებს საქმეს, პერიოდულად უკავშირდება ძალადობის მსხვერპლს და კითხულობს, ხომ არ გამოჩნდა მოძალადე პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი გაფრთხილებულია, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება და შეატყობინოს პოლიციას. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კომუნიკაციას ასეთ დროს. მაგალითად, გირაოში მყოფი პირი თუ მიუახლოვდება მსხვერპლის სახლს, რომც არაფერი გააკეთოს, მსხვერპლს შეუძლია პოლიციას შეატყობინოს და სამართალდამცავები უზრუნველყოფენ ამ პირის სახლის ტერიტორიიდან გარიდებას.

შემაკავებელო ორდერის გამოცემას ერთი კარგი სიახლე ის დაემატა, რომ არსებობს ელექტრონული სამაჯური _ ელექტროსამაჯურის გამოცემა ხდება იმ შემთხვევაში, როცა მაღალია საფრთხე. ასეთი პრაქტიკა უკვე გვქონდა და წარმატებითაც იმუშავა.

“გურია ნიუსი” თვალს ადევნებს ჩვენი რესპონდენტის საქმის მიმდინარეობას სასამართლოში და განახლებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

სალომე სალდაძეძალადობაწერილი
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26 იანვარი, 2026
სამართალი

“წერილი დატოვა…” – რას ამბობენ სუს-ში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე

14:23; 26 იანვარი, 2026
სამართალი

სუს-თან, მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილმა წერილი დატოვა: რა დეტალები ხდება ცნობილი

14:03; 26 იანვარი, 2026
სამართალი

გორის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:06; 25 იანვარი, 2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25 იანვარი, 2026

უაქციზო სიგარეტის შეძენა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე 12 პირი დააკავეს

,,ისეთ დღეში ვართ, ქათმებს საცურაო აღჭურვილობა უნდა შევუძინოთ“

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26.01.2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:20; 26.01.2026
საზოგადოება

ზვავის მასა ჩამოვიდა – სად აიკრძალა მოძრაობა

17:34; 26.01.2026
საზოგადოება

“ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს, კადრები წაუშალეს, დაემუქრნენ”

17:27; 26.01.2026
ფინანსები

Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა – ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა

17:05; 26.01.2026
პოლიტიკა

“ვთხოვთ ყველას” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16:49; 26.01.2026
საზოგადოება

სეს-ი ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16:30; 26.01.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი „Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის წარმდგენია

16:07; 26.01.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის რეფორმა: რომელი გამოკვლევები გახდა უფასო ლანჩხუთსა და სხვა საპილოტე ქალაქებში

15:33; 26.01.2026
პოლიტიკა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი ჩაინიშნა

15:20; 26.01.2026
სამართალი

“წერილი დატოვა…” – რას ამბობენ სუს-ში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე

14:23; 26.01.2026
სამართალი

სუს-თან, მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილმა წერილი დატოვა: რა დეტალები ხდება ცნობილი

14:03; 26.01.2026
პოლიტიკა

თარგამაძე: ციხეში ჩემი საკნის ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელმაც ამაფეთქა

13:40; 26.01.2026
საზოგადოება

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

12:46; 26.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო