https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თუ გინდა, გადაყარე წყალში შენი ნამუშევრები” _ სერიოზული არქივის მქონე ყოფილი ოპერატორი დახმარებას ითხოვს

14:18; 25.01.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

რევაზ ცქვიტინიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ასკანაში 1953 წელს დაიბადა. სკოლაც აქვე დაამთავრა და ფოტო და კინოხელოვნების უსაზღვროდ მოყვარემ, თავიდან ფოტომოყვარულად მუშაობა დაიწყო.

მოგვიანებით, როცა სამხედრო სამსახური მოიხადა, მოსკოვში, ფოტოხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა გამოცდები _ დაუსწრებელ განყოფილებაზე სწავლობდა. შემოქმედებითი შრომის თუ რა გზა გაიარა, ცოტა ქვემოთ გიამბობთ. დღეისთვის კი მის შემოქმედებით არქივში, მარტო საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის საინფორმაციო პროგრამაში (“მოამბე”) მუშაობისას გადაღებული 12 წლის სრული არქივია. აქ არის გურიის რეგიონში მომხდარი ყველა მოვლენის უტყუარი ფაქტების ამსახველი კადრები. როგორც თავად ამბობს, გადაღებული მასალებიდან, მხოლოდ 3-5-წუთიანი სიუჟეტი თუ გადაიცემოდა, დანარჩენს კი, როგორც წესი, თვითონ ინახავდა. გარდა ამისა, უამრავი ფოტომასალა (ბუნება, ადამიანები, ცხოველები, მოვლენები, შემოქმედებითი ღონისძიებები, ისტორიული ფაქტები, ზოგჯერ რომ უმნიშვნელო გვგონია), საგანგებოდ შენახული და დაცულია მის არქივში…

თუმცა, ეს დღეც დადგა, როცა რევაზ ცქვიტინიძე, ოპერატორობას და აქტიურ ფოტოჟურნალისტიკას ჩამოშორდა. ერთი შეხედვით რიგითი ასკანელი, ხალხური ტიპაჟი, თავის უნიკალურ არქივს ვეღარ პატრონობს ძველებურად. სურს კი ის არ დაიკარგოს, დაეხმარონ მის შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის შენარჩუნებაში, ზოგჯერ ბრაზობს კიდეც: “არც მე ვჭირდები არავის და არც ჩემი ასე შენახული და ნალოლიავები მნიშვნელოვანი არქივი. გადავყრი წყალში და იქნებ, გადავყვე…”

ამ სიტყვების შემდეგ, როგორც თავად გვეუბნება, შესაბამისი სფეროს ერთმა თანამშრომელმა, საჯარო მოხელემ, ოზურგეთის მერიაში უთხრა, “თუ გინდა, გადაყარე წყალში შენი ნამუშევრებია და შენი უფლებააო”.

დღეს, როცა ასე ბევრს საუბრობენ ადამიანის ფსიქოლოგიურ მომენტებზე, ასეთი გულგრილი ფრაზის მოსმენა, შესაძლოა, მართლა გახდეს ცუდი შედეგის მომტანი.

_ ჩემ გულისტკივილზე როცა ვსაუბრობ, ბევრი ადამიანი გულისყურით მისმენს. გურიის საჯარო მოხელეებიდან, გუბერნიის თანამშრომელი, ლიკა ღლონტი შეწუხდა, შევეცოდე. რაღაც მოვიფიქროთო, მითხრა. რა უნდა მოვიფიქრო? ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში ვიყავი დასაქმებული და გამათავისუფლეს. ამ არქივის მოვლის ხალისიც დამიკარგეს. გული მტკივა, რამდენი ნაშრომი მაქვს. ეს მხოლოდ ჩემი საკუთრებაა?! რას არ ნახავთ აქ. ხომ შეიძლება სადმე ამ ყველაფრისთვის ადგილი მოიძებნოს? _ გვეუბნება ცქვიტინიძე და გვაჩვენებს ასობით ფოტო თუ ვიდეომასალას, რომელიც მართლაც არის სერიოზული ვიზუალის და ინფორმაციის მატარებელი.

რევაზ ცქვიტინიძემ, როგორც თავად გვიამბობს, ცხრა აპრილის მოვლენების შემდეგ, მოსკოვში წასვლა და უმაღლესი ფოტოხელოვნების სასწავლებლის დასრულება ვეღარ შეძლო. თუმცა, შემოქმედებითი მუშაობა ერთი დღითაც არ შეუწყვეტია. ფოტომოყვარულის კამერა მუდამ ხელში ეჭირა. თავდაპირველად სოფელ ასკანის კლუბის გამგედ დაიწყო მუშაობა. იყო ყველა ცოცხალი ღონისძიების ფოტომემატიანე. მოგვიანებით, სამუშაოდ გურიის ტელევიზიაში გადავიდა. ერთ-ერთი შემოქმედებითი მივლინების დროს, თბილისში რეჟისორი თემურ ფაფერაშვილი გაიცნო, რომელიც შემდეგ გურიის ტელევიზიაში გამოყვა ჯგუფს. კარგა ხანს მუშაობდა ფაფერაშვილი აქ, თავისი საქმის უზადოდ მოყვარე და პროფესიონალი კაცი და არაერთხელ უთქვამს, ცქვიტინიძის პეიზაჟები ბევრი ხელოვანის ნამუშევარს არ ჩამოუვარდებაო.

როცა ახალგაზრდებმა ტურისტული კლუბი _ “გურიის მთები” დააარსეს, რევაზ ცქვიტინიძე, ამ ჯგუფის უამრავი მარშრუტის ფოტო მემატიანე გახდა რეგიონში. შემდეგ კი საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის, საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” ოპერატორად დაიწყო მუშაობა და 12 წლის მანძილზე, არ მომხდარა ფაქტი და მოვლენა გურიაში, მის ვიდეოკამერას რომ არ დაეფიქსირებინოს.

გურიის რეგიონის აღნიშნული წლების უტყუარი ვიდეო არქივი, მართლაც არაა დასაკარგი და რეზო ცქვიტინიძე სწორედ ამიტომ ითხოვს ყურადღებას. არადა, კაცმა რომ თქვას, მას იქეთ უნდა აქცევდნენ ყურადღებას, როგორც მხარის საინტერესო და უტყუარ მემატიანეს.

სოფელ ასკანაში, საკუთარ სახლში, რევაზ ცქვიტინიძეს პირველ სართულზე უამრავი ფოტო მასალის ღია საგამოფენო სივრცე აქვს მოწყობილი. თუმცა, ბევრად მეტი სკივრებში, სხვადასხვა ყუთებსა თუ საქაღალდეებშია ჩალაგებული.

რეზო ცქვიტინიძეს შინ ათიოდე მიუსაფარი ძაღლიც ჰყავს.

ხშირად, როცა ძაღლები ფოტოგალერეის ოთახში შემოდიან და ბატონი რეზო მათ სახალისო ფოტოებს უღებს, ხუმრობს, “დრო იყო, უამრავ გამოფენებს ვაწყობდი. არა ერთ კონკურსში გამიმარჯვია, ახლა კი, ესენი არიან ჩემი მაყურებელ-დამთვალიერებლებიო”.

ბატონ რეზოს თავის ფოტოგალერეაში ერთი ძაღლის ორი ფოტო აქვს, 17-წლიანი სხვაობით…

_ ტურისტული კლუბის, “გურიის მთების” ახალგაზრდული ჯგუფი დიდი ხნის წინ ყაზბეგში წავედით, ალპინიადაზე. ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში გაგვიძღვა თამაზ ბაქანიძე მწვერვალისკენ. უფრო წინ კი, ერთი ძაღლი ყოჩაღად მიგვიძღვებოდა. როგორც მერე გავიგეთ, მიუსაფარი ყოფილა. თურმე ყველა მთამსვლელ ჯგუფს ასე მიუძღვებოდა წინ. როცა უკან ვბრუნდებოდით, ძაღლი, თვალთახედვიდან გაქრა. მოგვიანებით წკმუტუნი გაიგეს თურმე სხვა ჯგუფის წევრებმა. ყინულის ნაპრალში ჩავარდნილიყო. სასწრაფოდ ჩაეშვა თოკით ერთ-ერთი და ძაღლი ამოიყვანეს. ამის შემდეგ მას “ნაპრალა” დაარქვეს. მთელი ღამე უბრძოლია, ამოსვლას ცდილობდა თურმე, ყინულის კედლები ნაფხაჭნი იყო. რომ გაჩერებულიყო, გაიყინებოდაო. დიდი ხნის, 17 წლის შემდეგ, კვლავ ვიყავით ყაზბეგში და “ნაპრალა” ისევ იქ დაგვხვდა. ცოტა დაუძლურებული, მობერებულიც, თუმცა, ისევ მხნედ და ერთგულად მდგარი ყველა მომსვლელი ჯგუფის წინ… _ ცრემლს ვეღარ იკავებს ბატონი რეზო. თან დასძენს, “დღეს მე და “ნაპრალა” არავის ვჭირდებითო. ამიტომ ერთმანეთს ვაშველებთ ხელს… შინ უამრავი “ნაპრალა” მყავს და ასე გაგვაქვს წუთისოფელიო…

რეზო ცქვიტინიძის შემოქმედებითი მუშაობის პერიოდში დაგროვებული ფოტო თუ ვიდეომასალებს, ასევე, ერთვის ისეთი დოკუმენტური ეპიზოდების ბევრი ფოტო, როგორიცაა ჩაის გაშენების დასაწყისი გურიაში. ასეთი მასალები მან, როგორც მოხალისემ, სოფელ-სოფელ შეაგროვა და თავის არქივს მიამატა. ასევე, აქ უხვად არის ვიდეოკადრები, მოყვარულის პოზიციიდან დანახული, სადაც ვნახულობთ საინტერესო, ამაგდარი, ასაკოვანი ადამიანების ნაამბობ ისტორიულ, ფოლკლორულ თუ პრობლემურ თემებზე ჩაწერილ საუბრებს.

რეზო ცქვიტინიძე დაუღალავად გვიამბობს უამრავ ფაქტზე, რომლის გადაღებაც თავად უხდებოდა და რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გურიის რეგიონის განვითარების ყველა ეტაპზე:

_ მახსოვს, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი ხაზის მშენებლობა იწყებოდა. ბაქოს დელეგაცია, ალიევი, თბილისიდან შევარდნაძე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ერთად ჩამოვიდნენ. ვაკვირდებოდი, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ, ბალახ-ბალახ ადგამდნენ მიწას ფეხს. თითქოს მდგრადობას უმოწმებდნენ. ეს ხდებოდა იქ, სადაც ახლა სუფსის ტერმინალად წოდებული ლოკაციაა. უზარმაზარი ავზები რომ დგას. მარტო ამ მოვლენის ირგვლივ, ვერ დათვლი, იმდენი ფოტო და ვიდეო მასალა გადავიღე მაშინ. ეთერი მხოლოდ რამდენიმეწუთიან სიუჟეტს ეთმობოდა. დანარჩენ დოკუმენტაციას საგანგებოდ ვინახავდი. ზოგადად კი, მთელი ჩემი მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე, ფოტო და ვიდეოხელოვნების საქმეში თუკი რამ ვაკეთე, მუდამ გულისხმიერებით და სიყვარულით ვიყავი შთაგონებული. თან ერთ კადრსაც არ ვკარგავდი, ისე ვაგროვებდი… ეს არქივი ახლა რატომ არაა საჭირო, როგორც ისტორიული, საინტერესო მასალა? მართლა მენანება… ესეც და საკუთარი თავიც. მე ხომ ჯერ ასაკის სიმძიმე არ მიგრძვნია და კვლავ მუშაობის სურვილი გამაჩნია, _ აშკარა ტკივილი იგრძნობა მის ხმაში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს კოლეგას, რევაზ ცქვიტინიძეს, რომელიც პერიოდულად “გურია ნიუსთანაც” თანამშრომლობდა, თანადგომა სჭირდება და არა მიზერულ ხელფასიანი სამსახურიდანაც კი კარისკენ მითითება.

საინფორმაციო პროგრამის მრავალწლიანი არქივის, უამრავი ფოტომასალის, რომელიც არა ერთ გამოფენაზე წარმატებით იყო წარდგენილი, ასევე გურიაში გამართული შრომითი თუ შემოქმედებითი ღონისძიებების ამსახველი ფოტოსიმდიდრის თავმოყრა, მომავალი თაობისთვის, საქმისთვის საჭიროა და ერთი ადამიანის შესაძლებლობებს ამის გაკეთება აღემატება. მას დახმარება, დაფასება და სათანადო ადგილის თუ სივრცის მიჩნევა სჭირდება. სად იქნება ეს სივრცე, მუზეუმში, ბიბლიოთეკაში თუ სხვა კონკრეტულ ადგილზე, ამის გადაწყვეტა საჯარო სამსახურის შესაბამისი სფეროს მოხელეებს უფრო ხელეწიფებათ.

_ მე ვიცნობ ამ ნიჭიერ კაცს. ვიცი მისი დაუღალავი, ხანგრძლივი მუშაობის შესახებ. თუმცა, რა ვიცი, ვისთან იყო. პირადად ჩემთან არ მოსულა. რა თქმა უნდა, ყურადღებას მივაქცევთ. უნდა მობრძანდეს და რაც შესაძლებელია, გაკეთდება. ვიმეორებ, მას ჩვენი სამსახურისთვის არ მოუმართავს, _ განაცხადა “გურია ნიუსთან” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა ლალი სიჭინავამ.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

რევაზ ცქვიტინიძე
გაზიარება26Tweet17Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22 იანვარი, 2026

რუსეთში კიროვის ფეოდოროვსკის ეკლესია დაიწვა  - რუსული მედია

უკრაინაში 10 მილიონი ევროს ღირებულების ორი რუსული თვითმფრინავი დააკავეს

ყველა სიახლე

ზაფრანი

ვინ იმყოფება ზეციური ძალების დაცვის ქვეშ 

9:50; 23.01.2026
პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22.01.2026
საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22.01.2026
მსოფლიო

“ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

19:31; 22.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:25; 22.01.2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22.01.2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22.01.2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22.01.2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” წერილობით გააფრთხილა

16:56; 22.01.2026
საზოგადოება

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15:52; 22.01.2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22.01.2026
საზოგადოება

ექთანი გამოძახებით _ ინოვაციური მიდგომა ჯანდაცვაში და სრული სამედიცინო სერვისი სახლის პირობებში

15:01; 22.01.2026
საზოგადოება

“შენობა ავარიულია”  _ კიდევ ერთი სოფელი ჩოხატაურში, სადაც ბაღის აშენებას ელოდებიან

14:32; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო