გთავაზობთ ტიბეტურ “ჯანმრთელობის განრიგს”, რომლის გათვალისწინებაც დღის დაგეგმვისას დაგეხმარებთ.
9 სთ-დან 13 სთ-მდე: ფიზიკურად და ინტელექტუალურად უფრო აქტიურები ვართ.
13 სთ-დან 15 სთ-მდე: აქტივობა იკლებს, სამაგიეროდ, ეს საუკეთესო დროა წამლების მისაღებად.
15 სთ-დან 17 სთ-ამდე: სასიცოცხლო ძალების კლებას განვიცდით. ჩვენი შრომის უნარიანობა საშუალოზე დაბალია. თუ ამ დროს დაისვენებთ, სასიცოცხლო ძალები აღდგება.
17 სთ-დან 19 სთ-ამდე: ენერგიის დაგროვება გრძელდება.
19 სთ-დან 21 სთ-ამდე: აქტივობის მეორე პიკი დგება. ძალის მოზღვავებას ვგრძნობთ.
21 სთ-დან 23 სთ-მდე: საუკეთესო დროა ბავშვის ჩასახვისთვის.
23 სთ-დან ღამის პირველ საათამდე: ძალიან ცუდი დროა, რადგან ამ დროს ნაღველი აქტიურად გამომუშავდება. ჩვენი სურვილის დამოუკიდებლად, გარშემომყოფთა მიმართ აგრესიულები ვხდებით. ამიტომ ამ დროს უმჯობესია დავიძინოთ და მეორე დღისთვის მოვემზადოთ.