თიბისი გალერეამ „გლობალური ფულის კვირეულის” ფარგლებში ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ტრენინგს უმასპინძლა. თიბისი ბანკი, ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც შეუერთდა გლობალური ფულის კვირეულს. საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაატარა კავკასიის უნივერისტეტის დამფუძნებელმა, გიორგი სიმონგულაშვილმა, რომელიც GEC Corporation -ის პარტნიორი და ასოცირებული პროფესორია ფინანსების განხრით.
ტრეინინგს 14-18 წლის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებსაც მოწვეული სტუმარი ესაუბრა ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა ფულის ხარჯვა და შენახვა, ფულის დროში ღირებულება, სესხი, პროცენტი და ა.შ.
„გლობალური ფულის კვირეული” (Global Money Week) საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ინიციატივით ყოველწლიურად, მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისება. საქართველოში აღნიშნული კვირეულის კოორდინატორი საქართველოს ეროვნული ბანკია.
წლევანდელი კვირეულის დევიზია „ფინანსური საკითხები მნიშვნელოვანია.” (R)