„თუ ზიარებით შეუძლებელია ვირუსის გადადება, დაჟინებით მოვითხოვ, სინოდის წევრებმა აზიარონ ინფიცირებულები და იმავე კოვზით იქვე ეზიარონ თვითონაც”, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ დაწერა.
“ავადმყოფების ზიარება ხომ ნამდვილად არის ქრისტიანული საქციელი? არის. სინოდის წევრები თუ დამდაბლდებიან და ავადმყოფებთან ერთად ეზიარებიან, ესეც ხომ არის ქრისტიანული სიკეთე? არის.
ხოდა, გელით, რომელი შებედავთ ავადმყოფებთან შესვლას და მათთან ერთად ზიარებას. თქვე აფერისტო ჟულიკებო და ყაჩაღებო“– წერს ბაია პატარაია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც ზიარებისა და საღვთომსახურების წესზე იმსჯელეს. სინოდის გადაწყვეტილებით ზიარების წესი (საერთო კოვზით ზიარება) არ შეიცვალა.