პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე გახარია ხალხს მშვიდობიან მტრედად მოევლინა, იმის მაგივრად, რომ დამნაშავეები დაეკავებინა. ამასთან, გოცირიძემ კითხვით მიმართა გახარიას _ დააკავეს თუ არა დამნაშავეები და აღიძრა თუ არა მათზე სისხლის სამართლის საქმე.
,,თქვენ მშვიდობის მტრედად მოგვევლინეთ, ფარებიანი პოლიციელების შუაში ჩადგომის სახით, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავეები დაგეკავებინათ, ეს დამნაშავეები ძალადობდნენ თქვენზე, ძალადობდნენ პოლიციელებზე, ურტყამდნენ და დასარბევად მიწევდნენ ახალგაზრდებისაკენ. დააკავეთ რომელიმე და აღიძრა თუ არა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე?“_ მიმართა გოცირიძემ შს მინისტრს.