Developed By Web Features 2024 © All rights reserved
პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის შემდეგ, კენჭიყრის დაწყებამდე “ევროპილი საქართველოს წევრმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობას პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინება შესთავაზა. “გთავაზობთ ერთგვარ პროცედურულ ჟეტს. დაეთანხმეთ პრეზიდენტის ვეტოს და ინიცირება მოახდინეთ იმის, რასაც არ ეთანხმებით. გაწყობთ ეგეთი ვარიანტი? ხომ გაქვთ უმრავლესობა”, _ განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა. “თქვენ რომ ჭკვიანები იყოთ, ჩვენ არ ვიქნებოდით 116 კაცი და თქვენ 21,” – ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ ბოკერიას.
მანამდე, ტრიბუნასთან ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას სიტყვით გამოსვლის დროს, სხდომათა დარბაზში მისმა თანაპარტიელებმა ბანერი გამოფინეს წარწერით _ ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია”.
საპარლამენტო უმცირესობა კონსტიტუციის პროექტზე ვეტოს არ ეთანხმება და არც პროცესში აპირებს მონაწილეობის მიღებას. პროტესტის ნიშნად ნაციონალურმა მოძრაობამ რიგგარეშე სხდომა დატოვა.
პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა. ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved