ბალკანეთში ჰაერის დაბინძურების დონემ მოიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, სხვადასხვა ქალაქებში ქუჩები ტოკსიქური ნისლისგან ბნელდება.
გავრცელებული ცნობით, რეგიონში არსებული ქვანახშირის ქარხნები, რომელთა უმეტესობა ძველია, ძლიერ დამაბინძურებელია და ამას გარდა, ჰაერის ტოქსინებით გაჟღენთვას მოსახლეების მიერ გასათბობად სახლებში დამწვარი ნახშირი იწვევს.
როგორც გამომცემლობა წერს, მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორის მესამე ადგილზე, ხოლო სარაევო მეხუთე ადგილს იკავებს.
კოსოვოს დედაქალაქი პრიშტინა, რომელიც ელექტრო ენერგიის უმეტეს ნაწილს 2 ქვანახშირის ქარხნით მოიპოვებს, ასევე ძლიერ დაბინძურებულია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ბალკანეთის 5 ქალაქი ევროპის ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორისაა. ესენია ტუზლა(ბოსნია), პლევლია (მონეტენგრო), სკოპია, ტეტოვო და ბიტოლა (მაკედონიაში)
მაუწყებლის ცნობით, დაბინძურებული ჰაერის შედეგად 36 000 ადამიანი ნაადრევად გარდაიცვალა, თუმცა, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაფერი კეთდება.
როგორც გაეროს ოქტომბრის ანგარიშშია ნათქვამი, გლობალური დათბობის შესამცირებლად საჭიროა მომდევნო 12 წლის განმავლობაში წიაღისეულის საწვავის გამონაბოლქვის განახევრებაა საჭირო.
თუმცა, როგორც ცნობილია, ბალკანეთში შემავალი ქვეყნების მთავრობები ახალი ქარხნების აშენებას გეგმავენ რეგიონში.