„სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება. რუსმა ტურისტებმა ჩემს ბინაში საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვეს და გაიპარნენ,“_ წერს ფეისბუქზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თორნიკე გურული.
„გურია ნიუსთან“ საუბრის დროს თორნიკე გურული ამბობს, რომ წლებია საცხოვრებელ ბინას აქირავებს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ ვებ-გვერდიდან აკეთებენ ჯავშანს ტურისტები.
“წიგნი რუსულენოვანი იყო და თამარ მეფის ეპოქას ეხებოდა. აშკარად, არ მოეწონა ჩვენი ისტორია,”_ გვითხრა თორნიკე გურულმა.
მისივე თქმით, ბინაში სხვა წიგნებიც იყო, მაგრამ ტურისტმა მაინდამაინც საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვა.