პროფესიით ექიმი, 25 წლის თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაცვლილი დღეს იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მიღებული ინტოქსიკაცია სახელდება.
თორნიკეს მეგობარი ურეკავდა, როდესაც მან არ უპასუხა შინ მიაკითხა, სახლში შესულმა მეცხვარიშვილი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა, ადგილზე გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, იგი უკვე გარდაცვლილი იყო. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
თორნიკე მეცხვარიშვილი 2012 წელს მეგა-შოუ “ახალი ხმის” მონაწილე იყო. იგი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მუშაობდა.