საქართველოს პრეზიდნეტის განცხადებას, რომლის თანახმადაც “პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები – ორივე დემოკრატიულია, თუმცა საქართველოს აქვს პირდაპირი წესით არჩევის ტრადიცია”, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს არასწორია:
“პრეზიდენტის არჩევის წესზე ითქვა, რომ ეს არის ტრადიცია. გავიხსენოთ, როგორია ეს ტრადიცია – კარგია თუ ცუდი, რა მოუტანა ამ ტრადიციამ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ თავის დროზე გვქონდა საპრეზიდენტო და ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა, ვირჩევდით პრეზიდენტებს პირდაპაირი წესით და კარგი გამოცდილება გვაქვს თუ არა – ამაზე მსჯელობა თქვენთვის მომინდია.
რაც შეეხება ბოლო არჩევნებს, ბოლო არჩევნები არ იყო კლასიკური შემთხვევა, რადგან ვიცით, როგორ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და როგორ მოახერხა ჩვენმა კანდიდატმა 64, თუ რამდენი პროცენტიც იყო, იმის აღება. ამიტომ, რასაც ჰქვია ტრადიცია, საპარლამენტო მმართველობის პირობებში პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების ტრადიცია, ჩვენ რეალურად -არ გვაქვს. ამიტომ, ტრადიცია არ არის ის, რასაც შეიძლება განსაკუთრებით გავუფრთხილდეთ,” _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.