ოზურგეთში ავტოკატასტროფას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. . გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა ცეცხლაძე იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე (ყოფილი წულუკიძის) მოტოციკლით გადადგილებისას, ბოძს შეასკდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა , მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. „ყველანაირი ღონისძიების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”- თქვეს კლინიკა “მედალფაში”.
„განუზომელი ტკივილი….დათალხული ფიქრები…თანატოლების სიყვარული და მასწავლებელთა პატივისცემა…საქართველომ ღირსეული შვილი დაკარგა…ლამაზი…თავაზიანი…პატრიოტი…გამტანი…მეგობრული…გამამხნევებელი…იუმორის გრძნობით…მორიდებული…სიკეთითა და სიყვარულით სავსე სული…გულადი…ნიკა…მასწავლებელთა მარადიული სევდა…ნიკას სიცოცხლის დაისი...“ -ასეთ ტკივილით სავსე პოსტს ავრცელბს სოციალურ ქსელში მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე.
„გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს დაღუპული მოზარდის ოჯახს.
ავტორი