ტრაგიკულად დასრულდა ოზურგეთი-ბათუმის ტრასაზე მოძრავი ტაქსის მძღოლის სიცოცხლე. როგორც გაირკვა, ის გულის შეტევით, ცუდად გახდა, საჭე ვერ დამორჩილა და მანქანა თხრილში გადავარდა.
საბედნიეროდ გადარჩნენ ტაქსში მჯდომი ახალგაზრდა დედა და შვილები.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი, სოფელ ლიხაურის მკვიდრი, 68 წლის დავით ვასაძე გარდაცვლილი დახვდა.
_არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძალიან მოწესრიგებული, კაცთმოყვარე, კარგი ოჯახის წინამძღოლი. დასანანია მისი ასე ტრაგიკული სიკვდილი, _ ამბობენ თანასოფლელები.
„გურია ნიუსი“ თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
ავტორი