აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას აქვს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის „საკუთარი ბოლო ვადა“, თუმცა, ცდილობს „უფრო დიდი ზეწოლა“ მოახდინოს რუსეთზე, _ იუწყება independent.co.uk.
ტრამპის თქმით, დიდი დათმობაა, როცა რუსეთმა არ დაიპყრო მთელი უკრაინა. მისი თქმით, იგი კულისებს მიღმა დიდ ზეწოლას ახორციელებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე.
ჟურნალისტების კითხვაზე, რას თხოვს ის რუსეთის პრეზიდენტს, ტრამპმა უპასუხა: „შეწყდეს ომი! შეწყდეს მთელი ქვეყნის დაპყრობა“.




























































