დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუჩერა.
როგორც Reuters იუწყება, ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯი ინფექციური დაავადებების ექსპერტებმა დაგმეს.
ტრამპის თქმით, ჟენევაში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ ხელი შეუწყო ჩინეთის „დეზინფორმაციას“ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.
„ჯანმომ ვერ შეძლო ძირითადი მოვალეობის შესრულება და პასუხს აგებს“,_ განაცხადა ტრამპმა.
ვირუსით, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა, 2 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, 124 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა.