რუსთაველზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები გიგი უგულავას დაუპირისპირდნენ, რომელიც პირდაპირ ეთერში უნდა ჩართულიყო. დემონსტრანტებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და „წადის“ სკანდირებდნენ. უგულავას მათ წყლით სავსე ბოთლები ესროეს. ისინი ამბობდნენ, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია და პროვოკაციას არ დაუშვებენ. მანამდე აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის უფლება გრიგოლ ვაშაძეს არ მისცეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved