„წაიღეთ, გაიყოლეთ“, – ამ შეძახილებით და ცოცხებითა და ყავარჯნებით „ქართული ოცნების“ აქტივისტები გურჯაანიდან თბილისში მიმავალ ავტოკოლონას დახვდნენ.
აქტივისტები გზის სავალ ნაწილთან იდგნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციისკენ მიმავალ ადამიანებს სხვადასხვა შეძახილით აცილებდნენ.