წელს მუშაობის პროცესში 65 ჟურნალისტი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS მედიის თავისუფალი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 50 პროფესიონალი ჟურნალისტი და 7 მოქალაქე ჟურნალისტია.
ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო 5 ქვეყანა სირია, მექსიკა, ავღანეთი, ერაყი და ფილიპინები აღმოჩნდა.
39 ჟურნალისტი სამიზნე საქმიანობის გამო გახდა, მაგალითად, პოლიტიკური კორუფციის ან ორგანიზებული დანაშაულის გაშუქებისთვის, ხოლო 26 დაბომბვის ან შეიარაღებული კონფლიქტის გაშუქების დროს დაიღუპა.
„საომარი ზონის მიღმა ამდენი ჟურნალისტის მოკვლა შემაშფოთებელია“,_ამბობს ორგანიზაციის გამგეობის წევრი, კატია გლოგერი.
ორგანიზაციის განცხადებით, 300-ზე მეტი მედია მუშაკი ამჟამად ციხეში იმყოფება. მათი უმეტესობა თურქეთში, ჩინეთში, სირიაში, ირანსა და ვიეტნამში არიან დაპატიმრებულები.