დღეს დილით, თვითმკვლელობა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში. გარდაცვლილია 45 წლის ბეჟან ბერიძე.
როგორც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ერკეთის თემში კარლო თედორაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, ბეჟან ბერიძემ წერილი დატოვა.
“ვერაფერს გეტყვით. მარტო ცხოვრობდა, დილით თავის სახლში, “კუხნაში” იპოვეს ჩამომხრჩვალი. ორი კვირა მუშაობდა _ დაალაგა ეზო, სახლი, მოაწესრიგა ყველაფერი. წერილი დატოვა, სოფელს დაემშვიდობა”, _ ამბობს თედორაძე.
თედორაძის თქმით, მიზეზი, რატომ დაასრულა თვითმკვლელობით სიცოცხლე ახალგაზრდა კაცმა, უცნობია.