ორსული ჩვეულებრივი ადამიანია, ჩვეულებრივ კონტაქტშია საზოგადოებასთან, მათ შორის, სავარაუდოდ ინფიცირებულებთან და ეს მთელ მსოფლიოში ასე ხდება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით ითვლება, რომ ეს ინფექცია მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფს არ გადაეცემა.
„ასე რომ, ეს ქალბატონი მანამდე განიკურნება და გააჩენს ჯანმრთელ ბავშვს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
წყარო:იმედინიუსი