https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“წესიერად ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე უწესოდ“

15:45; 8.11.2021
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რაღაც უცნაურად, ზაზა მარჯანიშვილის საუბარიც ჰგავს მუსიკას. ტემბრი… შინაარსი… ნათქვამის სიღრმე… კეთილხმოვანება… კეთილგანწყობა… კეთილგანწყობა ერთადერთი რამ ყოფილა, რაც მას მუშაობის პროცესში ეხმარება, ბევრად უფრო შრომისუნარიანს ხდის. ბატონმა ზაზამ თითქმის არ ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე. ამბობს, რომ ის მხოლოდ „მუსიკას წერს“. უჭირს საკუთარი თავის კომპოზიტორად მოხსენიება მაშინ, როცა კაცობრიობას ჰყავს ბახი… მოცარტი… თავად არ ამბობს, თუმცა, თანამედროვე ქართველმა თუ უცხოელმა მსმენელმა უკვე კარგად იცის ვინ არის ზაზა მარჯანიშვილი. იცნობს მის მუსიკას, რომელსაც აღიარების ბეჭდის დასასმელად საუკუნეები აღარ სჭირდება.

_ ბატონო ზაზა, ამბობთ, რომ “მოხუცი დაიბადეთ” … ბუნებით დინჯი ხართ?

 _ არასოდეს მიყვარდა სისწრაფე. ფიქრი მიყვარს. არ ვიცი ბოლოს რა გამომდის, მაგრამ სულსწრაფი არ ვარ.

_ სისწრაფე არ გიყვართ, თუმცა, თქვენი შემოქმედების გზაზე პირველი კონცერტი ექვსი წლის ასაკში შედგა, 15 წლისამ კი უკვე ჯგუფი ჩამოაყალიბეთ…

 _ დასარტყამ საკრავებზე “ნერგებში” ვუკრავდი, მნიშვნელოვანი სკოლა გავიარე. მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარეთ.

_ ფორტეპიანო მოგვიანებით “გაიცანით”?

_ ფორტეპიანო ყოველთვის იყო. მხოლოდ, თავიდან, ძიძის ფუნქციით (იცინის). ძალიან ცუდი მოსწავლე ვიყავი. უბრალოდ, გამიმართლა, რომ მყავდა საოცარი პედაგოგი, მერი ალავიძე. მან ყველაფერი გააკეთა, რომ შეენარჩუნებინა ჩემი თავი მუსიკაში თუ მუსიკა ჩემში… ეს ცალსახად მასწავლებლის დამსახურებაა. ასეთი პედაგოგი არცერთ საგანში არასოდეს მინახავს. ყველანაირი კომპრომისისთვის მზად იყო. ერთადერთხელ გაბრაზდა და ბევრი გაცდენის შემდეგ ოჯახში დეპეშა  გამოგზავნა. დედა შეშფოთდა, ვინმე ხომ არ გარდაიცვალაო. წერილში რუსული ასოებითა და ქართული სიტყვებით ეწერა: “გაიკვანეთ თუ ისევ დადის?!” და კიდევაც მოჰყვა ამ ფრაზას დედას რეაქცია _ ცოტა არ იყოს, მომხვდა ყურის ძირში. რა მექნა, ფეხბურთის თამაში უფრო მიყვარდა, ვიდრე ნოტები და სოლფეჯიო…

_ მაშინ ვაჟის მუსიკაზე სიარული თანატოლებში სირცხვილადაც მიიჩნეოდა. ესეც ხომ არ იყო გაკვეთილების გაცდენის დამატებითი მიზეზი?

_ ეს მე არ შემხებია. მხოლოდ ერთხელ, როცა ჩემი მეგობრისთვის სტუდიაში რექვიემი ჩავწერე და დამწუხრებული სახლში ვბრუნდებოდი, გზა ნასვამმა გვარდიელებმა გადამიღობეს და ფიზიკურად გამისწორდნენ… ომის შემდეგი პერიოდი იყო. ჩვენ ავტომატი გვიჭირავს და ამას გიტარაო _ იყო მათი არგუმენტი ფიზიკური ძალადობისთვის… ეს იყო ჩემთან, როგორც მუსიკოსთან, ერთადერთი კონფრონტაცია…

_ ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ნაკლებრეალიზებულობის შეგრძნება არ გქონდათ?

 _ ჩემი ამერიკიდან დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც განზრახული მქონდა. თანაც, ნერგის სხვის მიწაზე დარგვას, სჯობს, შენსაზე დარგო. გარდა ამისა, ჩემი შვილები და მარიკუნა აქ იყვნენ. იმ პერიოდში უწმინდესმაც მოგვიწოდა დაბრუნებისკენ. ბუნებრივია, მუსიკოსის და ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება აქ ბევრად რთულია, რადგან ქართველებმა ვერაფრით გაიაზრეს, რომ წესიერად ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე უწესოდ. კანონის უზენაესობა ქმნის მენტალიტეტს და შემდეგ მსგავსი მენტალიტეტი ზრდის სულიერებას. ამერიკული ცხოვრება ისDარ არის, რასაც ფილმიდან ვუყურებთ. ნამდვილი ამერიკა იქაა, სადაც ამერიკელები ცხოვრობენ. სადაც ჯერ ემიგრანტს არ `გაუფუჭებია საქმე~ და კრიმინალი არ არსებობს. ასეთი მოდელი და კანონის უზენაესობა მესახება გადარჩენის ერთადერთ საშუალებად. დასანანი და საკვირველია, რომ ერთი ოჯახისხელა ქვეყანაში 30 წლის მანძილზე სათანადო ადამიანები არ გამოჩნდნენ, რომ საქმე სწორად წარემართათ.

_ 18 წელი იცხოვრეთ ამერიკაში. ალბათ, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდით ჩვენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით…

 _ სხვაგვარად წარმოუდგენელია. პირველი რამდენიმე წელი სერიოზული “ბრძოლა” მომიხდა ადამიანებთან, ვინც რუსს მეძახდა. ხშირად ვესაუბრებოდი, ვაჩვენებდი წიგნებს, ვუხსნიდი, რომ გვაქვს განსხვავებული დამწერლობა, რომ ვართ ბევრად უფრო ძველი და დიდი კულტურის მატარებელი, ვიდრე ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. კარგ ქართულ ჩანაწერს რომ მოვისმენდი, შემდეგ ვავრცელებდი ხოლმე. ვურჩევდი კარგად ნათარგმნი წიგნის წაკითხვას. რუსთაველის თეატრში შემდგარი გია ყანჩელის კონცერტის 100-ზე მეტი კოპიო გავაკეთე და გარემოშემომყოფებს დავურიგე. ასეთი დიადი ადამიანები და მათი შემოქმედება გინარჩუნებენ ქართველობას ემიგრაციაში.

_ ამერიკაში ყოფნისას არაერთი ფილმის მუსიკაზე გიმუშავიათ. ერთ–ერთ ფილმში, რომლისთვისაც მუსიკა დაწერეთ, მელანი გრიფიტი მონაწილეობდა. ჰოლივუდის ცნობილ ვარსკვლავებს ხშირად შეხვედრიხართ?

_ ახალი ჩასული ვიყავი, როცა ფილმ “მილენიუმის” წარდგენაზე მიმიწვიეს. ფილმში ქეთრინ ზეტა ჯონსი და შონ კონერი თამაშობენ, პროფესიონალი ქურდები არიან. იყვნენ როგორც შემსრულებელი, ისე მოწვეული მსახიობები. როცა დაკვრა დავასრულე, ბართან დავჯექი. მალე გვერდით შონ კონერი მომიჯდა და საუბარი გამიბა. მძიმე ირლანდიური აქცენტით საუბრობს. მე ახალი ჩასული ვიყავი, ინგლისურში მოვიკოჭლებდი. ორი საათი მელაპარაკა და თითქმის ვერაფერი გავიგე. ახლაც არ ვიცი რატომ მესაუბრა ასეთი ხანგრძლივი დროით… სადაც ვუკრავდი, დიდი, ორსართულიანი რესტორანია, მეორე სართული, თითქოს, პირველს ერტყმის გარს და იქ როიალია განთავსებული. ვახშმობის შემდეგ სტუმრები იქ ადიან, მუსიკას უსმენენ. ამ რესტორანში უამრავი ფილმია გადაღებული. ცნობილი მსახიობები ამ ადგილს ხშირად სტუმრობდნენ. მახსოვს, ერთხელ, ჯიმ ქერი მოვიდა. ჩვენთან მიმტანად ძალიან სიმპათიური გოგონა მუშაობდა. ჯიმ ქერისთან მივიდა, რა მოგართვათო, ჰკითხა. როცა გოგონამ მისი მაგიდა დატოვა, ჯიმი ჩუმად მიჰყვა უკან ზუსტად იმ მანერით, როგორი მანერითაც ეს გოგონა დადიოდა. ფაქტია, “მესამე თვალი” აქვს. შემდეგ სერიოზული სახით დაუბრუნდა საკუთარ ადგილს. სევდიანი იყო. ორი უკიდურესობა ახასიათებს _ ან ძალიან სევდიანია, ან _ ზედმეტად მხიარული.

_ ამბობთ, რომ ცხრა აპრილმა შეგცვალათ… შეცვლაში რა იგულისხმება _ იდეალების მსხვრევა, იმედგაცრუება თუ უბრალოდ, პიროვნული ზრდა?

_ ამ დღემ ნათლად მაჩვენა როგორ ქვეყანაში დავბადებულვარ და გავზრდილვარ. ეს იყო ხელოვნურად შედგენილი ქვეყანა, სადაც თავისუფალი აზრის გამოვლენისთავანავე ადამიანის სიცოცხლე არაფრად ჩააგდეს… რაც შეეხება იდეალებს, ისინი არც ყოფილა. ჩემი იდეალი გურამ რჩეულიშვილი იყო. მან დამაფიქრა პირველად. ცხრა აპრილმა კი საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ჩვენს საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი გურამ რჩეულიშვილი სჭირდება. რვა თვის მანძილზე მთელი საქართველო, თითქოს, გავერთიანდით, შემდეგ კი მივხვდი, რომ გაერთაინებისთვის განათლება, ფესვი, პოლიტსკოლის გავლაა საჭირო. გამახსენდა 40 წელი უდაბნოში, რომელიც დღემდე ვერაფრით გავიარეთ. მალე მივედით 90-იან წლებამდე და ომმა საერთოდ გამანადგურა… მხოლოდ მე არა, მთელი საქართველო შეცვალა.

_ ამ პერიოდში შემოქმედებითად პასიური იყავით?

_ პირიქით. ჯარიდან დაბრუნებული ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის წევრი გავხდი. პროფესიულადაც ვაქტიურობდი. ერთადერთი ვიყავი, ვინც (გივი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობითა და გენო მამედოვის დახმარებით) მთელი ალბომი ჩავწერე. სხვათა შორის, ამ ალბომის საშუალებით მოვხვდი ამერიკაში.

_ პირველი სერიოზული აღიარება როდის და როგორ მოვიდა?

 _ არ ვიცი… მოვიდა?!

_ კარგი… როდის იგრძენით, რომ თქვენი შემოქმედება სხვისთვისაც აღსაქმელი, საგრძნობი და მოსაწონი იყო?

_ მერვე კლასში დაბადების დღეზე დავუკარი. სტუმრად მოსული უცხო გოგონა მოხიბლული დარჩა. მე კი მისით დავრჩი მოხიბლული (იცინის)… ამ საკითხს არასერიოზულად ვუყურებ… მოგეხსენებათ, ჩვენ ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ ვაფასებთ. ასე რომ, თუკი შემდეგაც განაგრძობენ ჩემი მუსიკის მოსმენას, გამოდის, დრო ფუჭად არ დამიკარგავს…

_ კონკრეტულად ჯაზთან როგორ დამეგობრდით?

_ მამისა და რადიოს დამსახურებით. მკაცრი ცენზურის გამო რადიოში მხოლოდ საუკეთესო კომპოზიციები ხვდებოდა. მამა მაშინ იურიდიულზე სწავლობდა და პარალელურად რადიოში მუშაობდა. საინტერესო მუსიკას მასმენინებდა, არაჩვეულებრივი გემოვნებით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, ჩემი კლასელი იყო გია ყანჩელის შვილი, სანდრო. ის მაძლევდა ხოლმე საოცარ ჩანაწერებს, რაც საბოლოოდ, ჩემში განათლების სახით დაგროვდა. მაგნიტოფონი არ მქონდა, ვითხოვებდი და ისე ვუსმენდი, თუმცა, ჩანაწერებს მუდამ გულის ჯიბით დავატარებდი…

_ მუშაობისას სპეციალური გარემოს შექმნა გჭირდებათ?

_ კეთილგანწყობილი ხალხის გარდა არაფერი მჭირდება. მსმენია, რომ ვინც მუსიკას წერს, სიმშვიდისა და მარტოობის გამო ხშირად თვეების მანძილზე ოჯახებს ტოვებენ, ცალკე გადადიან. ჩემთვის ეს არ არის საჭირო. შეიძლება, წერის პროცესში ბავშვიც არ მასვენებდეს, ფიზიკურად მეხებოდეს, მეთამაშებოდეს _ ეს ხელს არ მიშლის, რადგან მისგან მთავარი _ კეთილგანწყობა, დადებითი ენერგია მოდის. ეს ისევე ახდენს ჩემს განწყობაზე გავლენას, როგორც პირიქით _ კონფლიქტი და ნეგატიური ველის მატარებელი ადამიანები. უფრო მეტიც, რაიმე სახის კონფლიქტის შემთხვევაში მუსიკას გარკვეული პერიოდი საერთოდ ვეღარ ვწერ. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქართულ ტელევიზიებს აღარ ვუყურებ. ღვარძლისა დაპირისპირების გარდა ვეღარაფერს ვისმენთ. იუმორს ცინიზმი ჩაენაცვლა. ეს კი ძალიან მოქმედებს ჩემზე და ჩემს შრომიუნარიანობაზე.

_ ხშირად აღნიშნავთ, რომ თქვენი შთაგონების მთავარი წყარო თქვენი მეუღლე, მარინა სალუქვაძეა… რომ სიყვარულზე ხართ შეყვარებული… რა როლი აქვს ქალბატონ მარინას თქვენს შემოქმედებაში?

_ როგორც მოგახსენეთ, ფიქრი მიყვარს. შესაბამისად, გადაწყვეტილებების, (ზოგჯერ არც ისე სერიოზულსაც კი) მიღებისას ბევრს ვფიქრობ. მარიკუნა “პროფესიონალი გურულია”, სხარტად ებადება იდეები და მაშინვე შეუძლია განახორციელოს კიდეც. გახსოვთ, ალბათ, დავით ყიფიანისა და რამაზ შენგელიას “თანამშრომლობა” _ ერთი პასს აწვდიდა, მეორეს კი გოლი გაჰქონდა… აი, ასე ვართ მე და მარიკუნა, ჩემი ყიფიანია… სწრაფი და ძალიან ნიჭიერი ადამიანია. იმდენად ნიჭიერი, რომ მეშინია ერთ დღესაც მუსიკა არ დამიწეროს და უმუშევრად არ დამტოვოს (იცინის)…

[sexy_author_bio]

ზაზა მარჯანიშვილი
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025
კულტურა

“ასეთი იდეა მაქვს”- “მარტო სახლში”-ს მსახიობი ფილმის გაგრძელების იდეაზე

20:04; 26 ნოემბერი, 2025
კულტურა

“ფანტომასი”

13:29; 23 ნოემბერი, 2025
კულტურა

„გვაქვს უთვალავი ფერითა“- თბილისში ჩოხატაურლების მონაწილეობით გამოფენა გაიმართა

15:33; 18 ნოემბერი, 2025

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში

სამარშრუტო ხაზის მძღოლი მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ისე უცებ ასხეპეს, ადამიანი რომ ყოფილიყო, დაყვირებას ვერ მოასწრებდა” _ ოზურგეთის ცენტრში მარადმწვანე ტუიას ბუჩქები ძირში მოჭრეს

12:20; 18.12.2025
საზოგადოება

ახალი დადგენილება ბახმაროს განაშენიანების შესახებ და ინტერვიუ ყოფილ მთავარ არქიტექტორთან

12:05; 18.12.2025
საზოგადოება

„გამარჯვებას რა უნდა“-  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:05; 18.12.2025
საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

11:58; 18.12.2025
საზოგადოება

“ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება” _ გზების დეპარტამენის განცხადება

10:55; 18.12.2025
საზოგადოება

ხანძარი ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტების ტერიტორიაზე

10:50; 18.12.2025
მსოფლიო

დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

10:43; 18.12.2025
სამართალი

“ჯერ და­ნით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა, შემ­დეგ სა­ხე­ზე მჟა­ვა შე­ას­ხა, ბო­ლოს აა­ლე­ბუ­ლი ბოთ­ლი ეს­რო­ლა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და”

10:15; 18.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:03; 18.12.2025
სამართალი

ნუცუბიძის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა – არსებული ინფორმაციით, დედა ადგილზე დაიღუპა

9:58; 18.12.2025
სპორტი

სამტრედიელი მერი არაბიძე ,,მაიას თასი 2025″-ის გამარჯვებულია

9:46; 18.12.2025
საზოგადოება

მოძრავ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

19:35; 17.12.2025
პოლიტიკა

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

19:12; 17.12.2025
პოლიტიკა

მაია ბითაძე: 1 იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება

18:52; 17.12.2025
ფინანსები

AI-ს სასტიპენდიო პროგრამაზე 1500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

18:40; 17.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო