ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით 12 ნოემბერს, დილის 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. ცესკოს ინფორმაციით, სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე ონლაინ ჩატი, დილის 07:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე იმუშავებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი ასეთია: 08:30; 12:30; 17:30; 20:30 საათი.
განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.