ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს, _ ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
„ეს უმსგავსო ხალხი დგას და ქირქილებს, აბა, თუ მაგრები იყავით, როგორ ვერ დაიცავითო. გუშინ ღამით შევიკრიბეთ და ნიკამ გვთხოვა: მე არ მინდა ჩემს გამო, თუნდაც ერთი ადამიანი იოტისოდენად მაინც დაშავდესო, მე წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჩემ გამო ვინმე დაიღუპოს, როცა მოვლენ ტაში დაუკარითო და ამ ვირიშვილებმა აიღეს და დაანგრიეს ეს ქვეყანა! ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, ეს ბრძოლა ახლა იწყება! ეს ბრძოლა ციხიდან იწყება და გამარჯვებით დასრულდება.
ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს – ნიკა მელია მალე გამოვა და ჩვენთან ერთად გაათავისუფლებს ამ ქვეყანას.
მეგობრებო, ახლა ყველამ ერთად ინგოროყვას ქუჩით და ჩიტაძის დაღმართით ერთპარტიული პარლამენტისკენ გავემართოთ. მივიდეთ პარლამენტთან!“ – განაცხადა უგულავამ.