ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცველელია – მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სოფელში მოხდეს წყლის სისტემის რეაბილიტაცია. შეკრებილი ადამიანები ასევე ითხოვენ შიდა გზის რეაბილიტაციას.
აქციის მონაწილეებმა დროებით მოახერხეს ოზურგეთი-ურეკის საავტომობილო გზის გადაკეტვა. თუმცა, სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ გზა გაიხსნა.