დღეს 97 წელი შესრულდა საბჭოთა ოკუპაციიდან.
1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის შემოსვლას, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციით დასრულდა, 30 ქართველი იუნკერი ემსხვერპლა.
მათ შორის იყო ჩოხატაურში, სოფელ სამებაში მცხოვრები 22 წლის მაკარ ბურჭულაძე, რომლის ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სოფელ სამების საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა.
სოფელ სამებაში, მაკარ ბურჭულაძის საფლავზე მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდიც აღევლინა.