https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ტარიელ საყვარელიძის თავი, ოტია იოსელიანი რუს ქალთან “კუპეში” და ნიაზ დიასამიძის ფოკუსი

13:02; 25.02.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამდენჯერმე ხელოვანების გარემოცვაში მოვხვდი და აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიის ადამიანებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია “სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ მსახიობები და მწერლები ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მაგალითად პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, თუნდაც მსახიობების მიერ ნათამაშევი როლები კი დროის ყველა გამოცდას უძლებს და მაყურებლის გულებშიც ადგილს მუდმივად იკავებს.

დღევანდელ წერილში ტრადიციულად ქართველი ხელოვანების მორიგ “თავგადასავლებს” შემოგთავაზებთ.

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები არა მხოლოდ სცენის, ქეიფის მოყვარულები და ვირტუოზები იყვნენ. ქეიფს კი ყოველთვის ახლდა ერთმანეთთან “ანგლობა” და ალალი მხიარულება.

და აი, ერთ დღესაც, რესტორან „არაგვში“ გრიალებენ ცნობილი მსახიობები: კოტე მახარაძე, გივი ბერიკაშვილი, თავადი გელოვანი, ტარიელ საყვარელიძე, ამირან ბუაძე, ჯემალ მონიავა და სხვები.

სუფრას განუმეორებელი დოდო აბაშიძე თამადობს. რატომღაც, იმ საღამოს  ტარიელ საყვარელიძე ამოიჩემა:

– რამხელა თავი გაქვს, ტარიელ, კაცო, შენ?! რამხელა, ა?!

– დიდ თავში დიდი ტვინია, – „მოიგერია“ ტარიელმა პირველი შეტევა, მაგრამ, დოდო იმ საღამოს, რატომღაც, ტარიელის თავით იყო „დაპროგრამებული“.

ორი სადღეგრძელოს შემდეგ ომახიანი ხმით წამოიწყო:

– „ჟუჟუნა წვიმა მოვიდააა, დიდი თავები დანამააა“ – და გადახედა ტარიელს „თავსზემოდან“.

საყვარელიძემ „გაატარა“.

თავშეკავებულ-თავშეუკავებელი სიცილის ტალღამ გადაიარა სუფრაზე. აბაშიძემ მორიგი სადღეგრძელო წამოიწყო და გრძელი მონოლოგის შემდეგ ისევ სიმღერა დასჭექა:

„თავოოო ჩემო, ბედიიი არ გიწერიააა!“ – და ისევ მიაშტერა ტარიელის თავს თვალი.

– რა ვქნა, – „შეწუხდა“ საყვარელიძე, – ასეთი ვარ და თავს ხომ არ მოვიკლავ ახლა, შეკაცო.

დოდოს „რაზგონი“ ჰქონდა აღებული. ასეთ დროს კი მისი გაჩერება, როგორც იტყვიან, მამაზეციერსაც არ შეეძლო და თავისებური, მოგონილი არტისტიზმით ახლა ლექსი დააქუხა:

– „თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,

ის, შეიძლება, ქეიფში მოკვდეს!!!“

– ამას ჰგონია, ჩემზე პატარა თავი აქვს, ამ საწყალს, – გადაულაპარაკა ტარიელმა გვერდით მჯდომ მსახიობს ვითომ საიდუმლოდ, მაგრამ ისე, რომ დოდოს გაეგონა.

დოდომაც „მოწვა“.

– ლას ამბობს ეს კაცი… ბიწო, მე ლო შენხელა თავი მქონდეს, თავს მოვიკლავდი… – აროხროხდა და აიყოლია სუფრაც.

ტარიელმა ვეღარ მოითმინა. დემონსტრაციულად წამოხტა, მტკიცე ნაბიჯით გადაკვეთა რესტორანი, გარდერობში მივიდა და ორ წუთში თავისი ქუდით დაბრუნდა უკან.

უჩვეულოს მოლოდინში სუფრის წევრები კინაღამ გამოფხიზლდნენ. საყვარელიძე დოდოს ჯიქურ მიეჭრა.

– ა… ეს ჩემი ქუდია!

– მელე ლა? – დაიბნა დოდო.

– დაიხურე ახლავე! ახლავე დაიხურე თავზე! ახლავე, რომ გეუბნები!

– მივდივალთ თუ?.. – გაუკვირდა დოდოს.

– დაიხურე, მე შენ გეუბნები!

შემოტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ დოდომ ქუდი გამოართვა და დაიხურა.

დაიხურა, მაგრამ, ერთი პრეზიდენტის არ იყოს, – „ნურას უკაცრავად!“ – ქუდი ნახევარ თავზეც „არ ეყო“.

ატყდა სიცილი და რა სიცილი… ორი მსახიობი კინაღამ სკამიდან გადავარდა.

ფაქტი სახეზე იყო.

– ვის უფრო დიდი თავი აქვს, მე თუ შენ?! – ახლა ტარიელმა იქუხა და მიაყოლა: შენი თავი, ჩემი თავი, ორივეა ტოლი თავიიი!!! მეიკალი ახლა თავი, თუ ბიჭი ხარ, მეიკალი!

დოდომ მაინც მონახა გამოსავალი:

– შენ ეს ქუდი, ალბათ, აქ წამოსვლამდე გარეცხე და შედგა, დაპატარავდა, ჩემო ძამია… გადაეხვია და გადაკოცნა „თანამოთავე“.

1972 წელია. ქართველი მწერლები სიმპოზიუმზე მიემგზავრებიან საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში.

ოტია იოსელიანის კუპეში, თანმხლებ ორ ცნობილ მწერალთან ერთად, ერთი უცხო ქალი აღმოჩნდა.

ქალი შუა ხანს არ იყო მიღწეული, მაგრამ, საკმაოდ სანდომიანი გახლდათ. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში თბილისიდან მოსკოვამდე მგზავრობას კარგა სამი „სუტკა“ სჭირდებოდა.

ჩვენმა მწერლებმა (რა თქმა უნდა) ქალბატონს ქვემო „კოიკა“ დაუთმეს და სანამ დაწვებოდა, ტამბურში გავიდნენ.

რომ შემობრუნდნენ, ქალი გემრიელად გახლდათ მოწყობილი ლოგინში. ეს სამეული კი ერთმანეთის გვერდით მოკალათდა „მსხდომიარე“ მდგომარეობაში.

როგორც აღმოჩნდა, ქალი მოსკოველი გახლდათ, ანუ, ჩვენი რძალი – ჩვენი, ერთ-ერთი თანამემამულის მეუღლე. გარდა ამისა, ის საკმაოდ ენაწყლიანი და თამამი გამოდგა. ჩვენი სასიქადულო მწერლებიდან ვერც ერთი ვერ იცნო.

ჩვენმა სამეულმა ჯენტლმენობის ურყევი კანონი დაიცვა და სათითაოდ გაეცნენ ქალს – მწერლები ვართ და თქვენს დედაქალაქში მიწვევით მივემგზავრებითო.

ქალს ლაპარაკის საღერღელი აეშალა:

– აი, თქვენ მწერლები ბრძანებულხართ. მართალია, ჩვენს (რუს) მწერლებთან რას მოხვალთ, მაგრამ, თქვენც არა გიშავთო. მე თავის დროზე პედაგოგი გახლდით, სანამ თქვენი რძალი გავხდებოდი, კი არ გეწყინოთ, მაგრამ, ჩემი  მოსაზრებები მაქვს ცხოვრებისეულ საკითხებზე და ახლა, თქვენი აზრიც მაინტერესებს, აბა, ჩვენი მოსაზრებები თუ დაემთხვევა ერთმანეთსო.

მუდამ ტრადიციების მიმდევარ ოტიას „მანდამაინც“ არ ესიამოვნა ქალის ასეთი გულახდილობა, მაგრამ, ოტია ოტია იყო, ტრადიცია – ტრადიცია და რუსი ქალი – რუსი ქალი, მაგრამ, ჩვენი რძალი და, – გისმენთ, ქალბატონოო, – გაუღიმა.

ქალმა ავბედითი კითხვა დასვა:

– რამდენი სიყვარული არსებობს ცხოვრებაში?

მწერლებმა უხერხულად გადახედეს ერთმანეთს – რომელი უპასუხებსო.

– სიყვარული ერთია და სამუდამო, – თქვა ერთმა, მაგრამ, ქალი ამ პასუხმა ოდნავაც ვერ დააკმაყოფილა.

– „ა პაჩემუ ნე დვა“?

– „მოჟნო ი დვა“ –  „დანებდა“ მეორე მწერალი. ოტიამ ფანჯარაში გაიხედა და ხმა არ ამოუღია.

– „ა მოჟეტ ი ტრი“? – არ ისვენებს ქალი, გულღიად იღიმება და პასუხს ელის.

– „რაზ ტრი, ზნაჩიტ ი ჩეტირე ვაზმოჟნა“, – თქვა ქალმა.

მწერლებს რაღაც ენიშნათ, მაგრამ, არ იმჩნევენ და აქაც დაეთანხმნენ.

– აი, ჩემი ქმარი, – მოულოდნელად, სუფთად არა, მაგრამ, ბორძიკ-ბორძიკა ქართულით ამეტყველდა ქალი, – ჩემი მეხუთე სიყვარულია. მანამდე ოთხი სიყვარული გამოვცადე.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მუდამ ტრადიციების დამცველი და მიმდევარი ოტია ოდნავ შეტოკდა, თუმცა, კომენტარი არ გაუკეთებია.

ქალს ეწყინა – ეს სვანურქუდიანი კაცი რატომ არ მეთანხმებაო და საყვედურით შეხედა ქართული მწერლობის კორიფეს.

– თქვენ რატომ მიემგზავრებით, ქალბატონო, მოსკოვში, თუ არ გეწყინებათ, გვითხარით, – შეეკითხა ქალს თვალმოწკურვით… ბოლოს მაინც.

– „ვოტ, ვეტომ ი იესტ პრაბლემა“ – თქვა რუსულად ქალმა, – სწორედ მეექვსე სიყვარულმა დამიძახა მოსკოვში, – დააყოლა ქართულად.

წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ოტიას ჯერი რომ იყო, აშკარად იგრძნო ორმა მწერალმა. ოტიამ ღრმად ამოსუნთქა და:

– არა!

– რა – არა? – შეჩქვიფდა ქალი.

– ხუთი სიყვარული შეიძლება, ქალბატონო, მაგრამ მეექვსე… მეექვსე ნაღდად ბოზობაში გადადის!!!

შეურაცხყოფილი ქალი წამსვე გადაბრუნდა კედლისკენ და მხოლოდ მოსკოვის მისადგომებთან იკადრა გადმობრუნება.

იყო დრო, ვერა რომ ვერობდა. თუმცა, მაშინ რუსთაველიც რუსთაველობდა, პლეხანოვიც პლეხანოვობდა და ნახალოვკა – ნახალოვკობდა.

ნიაზ დიასამიძე ვერის მშვენება და ძმაკაცების სული და გული. ქართლოს კასრაძე – მისი განუყრელ-განუყოფელი ძმა და მეგობარი, მოგვიანებით – ნოდარა (დუმბაძე), ზაურა (ბოლქვაძე), ლორთქია და ასე შემდეგ… მოკლედ, თბილისი პატარა, კოპწია და კოხტა საძმაკაცო იყო. ძმაკაცური ტრადიციების ღირსეულ დამცველებს მუდამ აკლდათ ერთი რამ – საქეიფო ფული.

იმხანად ვერაზე ერთი კარგი პურისსაჭმელი დაწესებულება იყო – „ობლები“.

ისტორია ამ სახელწოდების შესახებ გარკვეულად არაფერს გვეუბნება, მაგრამ, მაშინ შეარქვეს ბიჭებმა – ალბათ, ასე იყო საჭირო.

კარგ პურისმჭამელ შანტრაბას კი „რჩენა“ უნდოდა. მოქეიფე დარდიმანდებს ხან რა შანსი გამოუჩნდებოდათ, ხან – რა და უკმაყოფილონი სახლში არასდროს წასულან, ღმერთი, ბედი და ყისმათი ყოველთვის მათ მხარეს იყო.

კარგი მოშუადღევებულია. შანტრაბა ვარიანტს ეძებს.

– ვიცი! – თქვა მოულოდნელად ნიაზ დიასამიძემ – იუმორის ამ უბადლო ოსტატმა.

– რა? – დაინტერესდნენ ქეიფის საღერღელაშლილი ამფსონები.

– მელიქო!

– რა მელიქო?

– „ობლები“! „ობლების“ ოფიციანტი!

– შენც თქვი, რა!.. მაგისი 120 მანეთი ვალი გვაქვს, რაღას გვენდობა!..

 მელიქო ერთი წუწურაქი ვინმე გახლდათ. ბიჭებს რომ აქეიფებდა, 20 პროცენტსაც წაუმატებდა ხოლმე.

– მოიცათ, მაგ წურბელას მე მოვუვლი! – დაიქადნა ნიაზმა.

ნელ-ნელა, თბილისურ-ვერულად, ათრეული ნაბიჯებით მიჰყვნენ ქეიფსმოწყურებული ამფსონები წინ მიმავალ ნიაზს.

ამ „ევროპულ“ სასადილოში თუ რესტორანში სიიაფის გამო მუდამ ხალხმრავლობა იყო. კუთხეში კი გაბწკრიალებული, თეთრსუფრაგადაფარებული მაგიდა იდგა ხელშეუხებლად (მდიდარი მუშტრისთვის).

– მელიქოჯან! ერთი 8 ბოთლი, თავისი მოწყობილობით! – შეაპარა ნიაზმა.

– აპა-პა-პა!!! ჯერ ვალი მომიტანეთ, გენაცვათ! – გაასავსავა ხელები ოფიციანტმა, – ჯერ ძველი… ჰაა! ეგრე სად არი, ძმაოჯან!!!

– იქნება, მელიქოჯან, იქნება!

– არაა!

ნიაზმა უკანდახევა არ იცოდა:

– მელიქოჯან, ფოკუსი გასწავლო?

– ფოკუზს ახლა შენ უჟე მიკეთებ!

– არა, მაიცა… ხო გინდა (იცოდა ნიაზმა მელიქოს სისუსტე – ფოკუსები ევასებოდა)?

– ვთქვათ, მინდა… მერე?

– ინგლისელმა ცირკაჩმა მასწავლა, ტო! – გაამძაფრა სიტუაცია ნიაზმა, – ჰამაც, გასწავლი. მაგარი რამეა, ჩემმა მზემ.

მელიქო დაინტრიგდა:

– ჰა, მაინც, რა?

– შენ ახლა 8 ბოთლი, რა, თავისი რამეებით… მერე გასწავლი. აქ არ ვარ, კაცო?!

– ფოკუსი რაშია? – წამოეგო ცირკის ღიპიანი თაყვანისმცემელი.

– აი, მაგარი სამთავრობო მაგიდა როა, გადააძრე სუფრა და ოთხად გაკეცე…

– ვაა, მერე?! – ხელები დაიფშვნიტა ოფიციანტმა და მარცხენა ყური გაეზარდა…

– მერე კუთხეები მაკრატლით – ხომ გაქვს? – მიაჭერი და მე გავამთელებ…

– რა მაგარი ხარ… ვაიდა, ვერ გაამთელო? თანაც, წუხელ მაგრად ვივახშმე, – არ დაიბნა მელიქო და ცნობილი ეპიზოდი გაიხსენა „ბაში-აჩუკიდან“.

– შენ მიდი… აქ არ ვარ? არ გვიცნობ თუ რა?! მიდი, ჰაა, მაიტა სუფრა!

მელიქოს ცირკის სიყვარულმა სძლია. დაითრია სუფრა და, რაც ნიაზმა უთხრა, ზედმიწევნით გულმოდგინედ შეასრულა: სუფრა აიღო, გაკეცა, მაკრატლით მიადგა და დედა უტირა – მოჭრა და მოჭრა.

– ახლა გაამთელე! – ეუბნება ნიაზს…

– ვა, შენ რა მაგარი ხარ… ჯერ გვიკისრე, ტო… ეგრე სადაა, ეეე!

ხუთ წუთში სუფრა გაიშალა. გვიანამდე გრიალებდნენ ბიჭები.

ყოველ ოც წუთში მელიქო მოქეიფეებს მოაკითხავდა:

– ვა, ნიაზჯან… შენ ეხლა რამე შარში არ გამხვიო, ტო!

– აბა, გეკადრება?

– სუფრა უჯრაში მაქვს, დაჭრილი, რამე… ხომ გაამთელებ? მთავრობა რომ მოვიდეს, ეგაა, ჩავიჭრები, რა, ნიაზჯან! დამღუპავთ, ბოზი ვიყო!

– ფიქრი ნუ გაქვს… ბოზი მაინც ხარ… მა  ქალიშვილი ხო არა?! – გაუადვილა…

ღამის პირველ საათზე, ბიჭები რომ ჯგუფურად ეხვევიან ერთმანეთს, მელიქომ დანაკუწებული „სტოლსაფარი“ მოიტანა.

– გამიმთელე ახლა, რა, ნიაზ, ძმაო… პირობა  პირობაა…

– ოოხ! – მოულოდნელად დასერიოზულდა დიასამიძე, – ეს ინგლისელი ცირკაჩები, ვაბშე, სანდოები არ არიან, ტო!

– ვა, მითომ რატომ? – გადაირია ავის მოლოდინში ოფიციანტი.

– სუფრის დაჭრა მასწავლა, გამთელება კი იმასაც დაავიწყდა და მეც, ტო! მაგრამ, შენ ნუ გეშინია, ვერცხლის ქუჩაზე პარტნოი ამირანას ვიცნობ, ერთი 8 ბოთლიც იკისრე და ისე გაკერავს, ვაბშე არ შეეტყობა…

…ხვალ რა მოვიფიქროთ?! – ეკითხება ნიაზას აბანცალებული ქართლოსა. მელიქო იქვე ჩაიკეცა…

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

„ციხის ნაცვლად შინაგანი ჯარების მერვე პოლკში გამიშვეს“

"ვფიქრობ, პრემიერს უვადო მოსამართლეებზე სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს" _ გიორგი მიქაუტაძე

ყველა სიახლე

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო