გერმანელ და შვეიცარელ მკვლევართაგან შედგენილმა ერთობლივმა სამეცნიერო ჯგუფმა მიაგნო ალკოჰოლური ლტოლვისა და ზედმეტი კვების თავიდან აცილების საშუალებას.
როგორც მრავალრიცხოვანმა დაკვირვებებმა უჩვეენა, მკვეთრი წითელი ფერის ჭურჭელი ამცირებს ალკოჰოლური სასმელის დალევისა და საკვების მიღების სურვილს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წითელი ჭურჭლის რეგულარული გამოყენებით ადამიანები იოლად ამბობენ უარს სპირტიანი სასმელების ხშირი მიღებისა და მუცელღმერთობის ძნელად დასათმობ ჩვევებზე.