phys.org-ის ინფორმაციით,კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით, წყლის ორთქლის სიმსუბუქის გამო, ტროპიკულ ატმოსფეროში ცივი ჰაერი მატულობს. ეს ეფექტი ხელს უწყობს ტროპიკული კლიმატის სტაბილიზაციას და კლიმატის დათბობაზე ნაწილობრივ ზემოქმედებს.
კვლევა, რომელიც ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა, პირველია, რომელიც აჩვენებს წყლის აორთქლების ღრმა გავლენას დედამიწის კლიმატურ და ენერგეტიკულ ბალანსზე.
„ცნობილია, რომ წყლის ორთქლი არის მნიშვნელოვანი სათბურის გაზი, რომელიც პლანეტას ათბობს. მაგრამ მეორეს მხრივ, წყლის აორთქლებას აქვს უნარი, რაც ხელს უწყობს ატმოსფეროში სითბოს განთავისუფლებას და ამცირებს დათბობის დონეს. წყლის ორთქლის სიმსუბუქის გარეშე კლიმატის დათბობა კიდევ უფრო უარესი იქნება“,_ ამბობს კვლევის ავტორი და იანგი.
ტენიანი ჰაერი უფრო მსუბუქია ვიდრე მშრალი ჰაერი იმავე ტემპერატურისა და წნევის პირობებში.
ამ კვლევამ აღმოაჩინა, რომ ეს ეფექტი საშუალებას აძლევს ცივ ნოტიო ჰაერს აიწიოს და ფორმირდეს დედამიწის ტროპიკებში ღრუბლებისა და ელჭექის სახით. ამავდროულად, თბილი მშრალი ჰაერი იძირება სუფთა ცაში. დედამიწის ატმოსფერო უფრო მეტ ენერგიას გამოყოფს სივრცეში.
კვლევამ დაადგინა, რომ წყლის ორთქლის სიმსუბუქე ზრდის დედამიწის თერმულ ემისიას დაახლოებით 1-3 ვატით კვადრატულ მეტრზე ტროპიკებში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ტროპიკებში ორთქლის ეფექტი და მისი მასტაბილიზირებელი როლის უკეთ შესწავლა უნდა მოხდეს.
„ახლა მივხდვით, როგორ არეგულირებს წყლის ორთქლი ტროპიკულ კლიმატს, ვგეგმავთ იმის შესწავლას, წარმოადგენს თუ არა გლობალური კლიმატის მოდელები ზუსტად ამ ეფექტს“,_ თქვა კვლევის ავტორმა.