ახალშობილი პანდას წონა, ერთი ჭიქა ჩაის წონის თანაბარია.
თოვლის ლეოპარდები თავიანთ კუდს იყენებენ როგორც საბანი, რათა სიცივეს თავი აარიდონ.
იაპონური ჯიშის მაიმუნები, რომლებსაც მაკაკებს ეძახიან, ერთობიან თოვლის გუნდებით.
ციყვებს აქვთ განსაკუთრებული თვისება, რომელიც შეიძლება ადამიანს არ გააჩნდეს. ისინი უპატრონოდ დარჩენილ ნებისმიერ ცხოველს პატრონობენ, ხოლო მშობლების გარეშე დარჩენილი ციყვები საკუთარი ნებით სხვა ციყვების შვილები ხდებიან.
თაფლის ფუტკრები ცეკვის საშუალებით ერთმანეთს ეკონტაქტებიან! ასევე თაფლის ფუტკრები ცეკვის მეშვეობით სხვა ფუტკრებს ყვავილების ადგილმდებარეობასაც ანიშნებენ.
გენტოს პინგვინები თავის პარტნიორებს ჩუქნიან ლამაზ კენჭებს და ამ ხერხით ხელს სთხოვენ საკუთარ რჩეულებს! გენტოს პინგვინები „ლიდერობენ“ მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მოცურავე ფრინველებს შორისაც. მათ შეუძლიათ წყლის ქვეშ საათში 34 კილომეტრის გავითარება.
წიწილებს დაბადებამდე ერთმანეთთან კონტაქტი შუეძლიათ. ისინი ასევე კონტაქტობენ დედასთან 24 განსხვავებული ხმის მეშვეობით.
წავებმა ერთმანეთი რომ არ დაკარგონ, ხელჩაკიდულები იძინებენ.
ციყვებს ჩვევიათ თხილის დამალვა. ისინი თხილს თავიანთ ამოთხრილ ფუღუროებში მარხავენ, დროთა განმავლობაში მათ თხილის ადგილმდებარეობა ავიწყდებათ, რის შედეგადაც დამალულ ადგილებზე თხილის ხეები ამოდის.
ძროხებს ჰყავთ ძმობილები, როგორც ადამიანებს… ისინი ძალიან მალე ეჩვევიან ერთმანეთს და უერთმანეთოდ ყოფნა უჭირთ.
დელფინები ძალიან კონტაქტურები არიან. ისინი ერთმანეთს სახელებს არქმევენ.
ძაღლის მამრი ლეკვები, ჩხუბის დროს მდედრს უთმობენ გამარჯვებას!
ჩვილი შიმპანზეები ადამიანების მსგავსად სათამაშოებით თამაშობენ.
თაგვებს შეუძლიათ სიცილი. ისინი იცინიან, თუ მათ “უღიტინებთ”
წავებს ტყავზე აქვთ ჯიბისმაგვარი ფორმები, რომლებშიც ინახავენ ქვებს. ისინი ამ ქვებს იყენებენ მყარქერქიანი საკვების დასამტვრევად. ზოგიერთი მათგანი თავის ცხოვრების განმავლობაში იყენებს მხოლოდ ერთ ქვას.
როგორც ადამიანებს, ასევე თხებსაც გააჩნიათ საუბრის აქცენტი.