საზღაპრო ქონების მემკვიდრეს, სკანდალურ პერის ჰილტონს, აბა, ვინ მოასვენებს – ამჯერად მას “მწვანეები” უჩივიან და მისთვის ორივე ძაღლის ჩამორთმევას მოითხოვენ.
თურმე უმაღლესი საზოგადოების დაუდეგარი ქალბატონი მათ “სათანადოდ ვერ უვლის”! საქმე ის არის, რომ თბილად გამოწყობილი თავისი ჯუჯა შპიცები პერისმა მაღაზიებში წაიყოლა, სადაც სამოსს ირჩევდა და, “მწვანეთა” აზრით, “საწყალი” ცხოველები” რამდენიმე საათის განმავლობაში მოხარშა:
“ყველამ იცის, რომ ჯუჯა შპიცისთვის სამოსის ჩაცმა არ შეიძლება, რადგან თბილი ბეწვი აქვს და სითბოს რეგულაცია ერღვევა”, _ აცხადებენ აღშფოთებული ცხოველთა დამცველები.