დღეს, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც რამდენიმე დებიუტანტი გამოვიდა.
მათ შორის იყო სოფელ ჯვარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლე დავით შარაშენიძე, რომელმაც მაყურებლის აპლოდისმენტები და წლის აღმოჩენის სტატუსიც დაიმსახურა.