წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს 23:00 საათის შემდეგ მიიტანენ, _ამის შესახებ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში პოლიგრიმ ტურსის ტურიზმის დირექტორმა, ცისანა გემაზაშვილმა განუცხადა. მისი თქმით ის იერუსალიმში ორ სასულიერო პირთან ერთად გაემგზავრება.
როგორვ ცისანა გემაზაშვილმა თქვა, წმინდა ცეცხლს მათ საელჩოს თანამშრომელი გადასცემს თვითმფრინავში.
„წელს განგებამ სხვანაირად გამოგვიწერა. თვითმფრინავში ვიჯდებით მხოლოდ ორი სასულიერო პირი და მე. თვითმფრინავში ამოგვიტანს საელჩოს თანამშრომელი მადლმოსილ ცეცხლს. მადლობა პატრიარქს, მივიღე მისგან კურთხევა და წელს კიდევ გავახარებ ჩემს ერს, ჩემს დედა ეკლესიას, ყველას. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ სიყვარული დაგვაკლდა. უნდა გავამრავლოთ სიკეთე.
23:15 საათზე ჩამოფრინდება თვითმფრინავი თბილისის საერთაშრისო აეროპორტში. აქედან თვითმფრინავი ჩაფრინდება თელ-ავივის ბენგურიონის აეროპორტში, თუმცა არ გვაქვს თვითმფრინავიდან გადასვლის უფლება, არც მამა დავითს, არც მამა თეიმურაზს და არც მე“, – განაცხადა გემაზაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამავე თვითმფრინავით ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ნაწილსაც წამოიყვანენ.
„წამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იქ არიან, რამდენი ადამიანიც ჩაეტევა თვითმფრინავში. თბილისის აეროპორტში 23:15 საათისთვის უკვე უნდა იყოს ჩამოფრენილი თვითმფრინავი და პირდაპირ სამებაში მოვალთ“, – განაცხადა გემაზაშვილმა.