რესპუბლიკური საავადმყოფო, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„გარდაიცვალა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია. ბატონი ხუტა გამოირჩეოდა განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და განსწავლულობით, ის იყო 180-მდე სამეცნიერო ნაშრომის და 9 მონოგრაფიის ავტორი გასტროენტეროლოგიასა და შინაგან მედიცინაში.
მედიცინის ისტორიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (1997 წლიდან) და ინტერნისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. დაჯილდოებულია გრ.მუხაძის საიუბილეო მედლით (1992წ.)
ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას“,– წერია განცხადებაში.