საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე ნაგლიაშვილი, რომელიც ცოლზე მუქარასა და ძალადობაშია ბრალდებული, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სპორტსმენის ადვოკატის თქმით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
თორნიკე ნაგლიაშვილი მარტის დასაწყიში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას, მუქარას და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.