დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელძე აცხადებს, რომ სოციალური დისტანცურება სრულად ჯერ კიდევ არ არის დაცული.
”სრულად კიდევ არ არის დაცული სოციალური დისტანცირების მოწოდებები. ლისის ტბაზე, კუს ტბაზე დარბიან კიდევ. 5-5 10-10 ადამიანი იკრიბება. არ არის საჭირო ეს ერთი თვე სახლებში 10-კაციანი და 20-კაციანი სუფრები. გვიყვარს, რა ჯობს, მერე მე დაგპატიჟებთ, ერთად წავიდეთ სადმე როცა დამთავრდება ეს ეპიდებია. სიამოვნებით, ვიმხიარულოთ. მაგრამ, ახლა თვენახევარი, ორი თვე გავიჭირვოთ სულ ყველამ. ვიყოთ იზოლირებულნი, განსაკუთებით ჩემი ასაკის ადამიანები. მე ახლა არ შემიძლია, თორემ სიამოვნებით”, – განაცხადა გამყრელიძემ.