„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატების კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს.
ცოცხებზე გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას და გრიგოლ ვაშაძის ფოტოებია გამოსახული.
მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მონაწილეებმა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარის დაბოქლომება სცადეს, მაგრამ მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებმა მათ ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც და იმყოფებოდა დიმიტრი მხეიძეც.
ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, კარებს სხვა დროს, მშვიდ ვითარებაში დაადებენ ბოქლომს.