2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირის კენჭისყრის შედეგად, 12 გუნდი ორ ექვს გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები “ა” ჯგუფში ითამაშებს. ჩვენი მეტოქეები იქნებიან: საბერძნეთი, მონტენეგრო, კანადა, ბრაზილია და აზიიდან ერთი ქვეყანა რომელიც ჯერ გარკვეული არ არის (სავარაუდოდ ან ჩინეთი ან ირანი). მეორე ჯგუფი ასეთია: ხორვატია, რუსეთი, გერმანია,არგენტინა, ჰოლანდია (მასპინძელი) და აზია 2.
22-29 მარტს როტერდამი უმასპინძლებს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირ. სადაც სამი ოლიმპიური საგზური თამაშდება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადის საგზურის მოპოვება ურთულესი და შეიძლება ითქვას შეუსრულებელი მისია ჩანს, მაინც სასიხარულოა ის რომ, ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ამ შესარჩევში მოხვედრა კი ჩვენი ბიჭების ბოლო წლებში ნაჩვენები შედეგების დამსახურებაა. მათი მთავარი ამოცანა ალბათ ოთხეულში მოხვედრა და შემდეგ ¼ ფინალის თამაში იქნება.
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს წყალბურთელებს, რომლებიც არცთუ სახარბიელო პირობების ფონზე დიდ წარმატებებს აღწევენ და წლიდან წლამდე უმატებენ.