https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“წყალი გვინდა, რომ დავლიოთ და ტროტუარი გვინდა, რომ ვიაროთ!“ _ რას ითხოვენ აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლები

13:45; 18.05.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა, რომელსაც ადრე 1905 წლის სახელი ეწოდებოდა, ახლა აღმაშენებლის სახელდებით არის ცნობილი. აქ მცხოვრებლები, როგორც თავად ამბობენ, ამით ამაყობენ და ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე, წყლის გაყვანას და ტროტუარის დაგებას ითხოვენ.

ზოგადად, აქაურები, დიდი ხანია, გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ მხოლოდ ჭების ამარა არიან და არ არიან წყალმომარაგების სისტემაში ჩართულები. ხოლო ტროტუარი, დიდი ხანია, არ არსებობს. მათივე თქმით, კონკრეტულ მოთხოვნებზე, ძირითადად, მხოლოდ საარჩევნო დაპირებებით შემოიფარგლება ხელისუფლება.

_ მობრუნდები, წყალი არ გვაქვს; მიბრუნდები _ ტროტუარი არ არსებობს. აღმაშენებლის ქუჩაა ეს, ქალაქის დიდი ქუჩა, საიდანაც შემოდიან ოზურგეთში და ასევე, გადიან ქალაქიდან. მარტო ამიტომ უნდა იყოს მთავარი ყურადღება გამახვილებული. აქვე, გაკირულთან (ადგილის სახელწოდებაა. ავტ.) სადაც წითელმთის გადასახვევია, მოქმედი მაღაზიაა. აქამდე გამოიყვანეს წყალი ბეგლარ სიორიძის მერობის დროს. მაშინ გვითხრეს, რომ მომდევნო წელს გააგრძელებდნენ, თუმცა, დასრულდა არჩევნები და მას შემდეგ ამ საკითხზე სასაუბროდ აქ არავინ გამოჩენილა. წყალი გვინდა, რომ დავლიოთ და ტროტუარი გვინდა, რომ ვიაროთ _ ესაა ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა, _ გვეუბნებიან აქ მცხოვრებლები.

კითხვაზე, თუ მაშინდელი არჩევნების შემდეგ არავინ იკითხა ამბავი, მას შემდეგ არაერთხელ ჩატარდა არჩევნები და თუ შეახსენეს მომდევნო ხელისუფალთ ამ პრობლემის შესახებ, აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრები, ჟანა ტაკიძე გვპასუხობს:

_ პირადად მე არ წავსულვარ, თუმცა, მერიას აქ მცხოვრებლებმა მიმართეს განცხადებით. დაპირება სულ იყო _ უარი არავის უთქვამს. მაგრამ დაპირებაა საქმე? მომდევნო წელს იქნებაო და რამდენი “მომდევნო წელი” გავიდა, ვინ იცის. არ გვაქვს წყალი, არ გვაქვს ტროტუარი. ამ ორ რაღაცას ვითხოვთ, რახანია და შეხედეთ, თუ არ არის საჭირო? აღმაშენებლის ქუჩაზე ასეთი ოღრო-ჩოღრო და ბალახით დაფარული ტროტუარი უნდა იყოს? _ გვეუბნება ის.

ქალბატონი ჟანა აღნიშნავს, რომ 61 წელია, აქ ცხოვრობს და არ ახსოვს, ამ მონაკვეთზე წყალგაყვანილობა გაეკეთებინოთ:

_ ჩვენ ჭა გვაქვს და მთელი ცხოვრება ამით ვსარგებლობთ. კომუნისტების დროიდან ასეა. კიდევ კარგი, არ შრება. წყალი სამიოდე მეტრის სიღრმეზეა. უფრო ახალგაზრდა რომ ვიყავი, ჩავდიოდი და მე თვითონ ვწმენდდი. წყალია _ სვამ, რეცხავ, ჰიგიენის დაცვის უპირველესი საშუალებაა. ამიტომ მუდამ იმის მცდელობაში ვიყავი და ვარ, როგორმე სუფთა ავზი ჰქონოდა, _ იხსენებს ის.

“გვერდით აკაკი ბაქრაძის ქუჩაა. იქ როცა გაიყვანეს წყალი, ვითხოვეთ, რომ მოეცათ უფლება, ჩვენც გამოგვეყვანა, მაგრამ არ დაგვრთეს ნება. მას შემდეგ ვართ ასე და სანამ ვიქნებით, არ ვიცით. ამ ტროტუარზე კიდევ, თუ ამას ტროტუარი ჰქვია, საღამოს ასაკოვანი ადამიანი უსაფრთხოდ ვერ გაივლის. ახალგაზრდაც ადვილად შეიძლება, აღმოჩნდეს ამ ორმოში”, _ გვიყვებიან აქ.

აღმაშენებლის ქუჩაზე, არაერთგან თავღიაა მიწისქვეშა კომუნიკაციების ჭები, რომლებიც აშკარა საფრთხის შემცველია და საბედისწეროც შეიძლება გახდეს აქ გამვლელისთვის. კონკრეტულად, აღმაშენებლის ქუჩის ნომერ 138 სახლის პირდაპირ, ტროტუარსა და ცენტრალურ გზას შორის, მდებარე ჭას, მთლიანად აქვს სახურავი ახდილი. განსაკუთრებით საშიშია ღამით, თუნდაც, განათების არსებობის პირობებშიც.

სამწუხაროდ, აქ მცხოვრებლებიც გულგრილად უყურებენ ამ ფაქტს.

_ მე რა ვიცი, რატომ არის თავღია? ეტყობა, ვიღაცამ მოიპარა სახურავი. მოვიდნენ და გააკეთონ, _ გვითხრა ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა.

_ რომ ჩავარდეს ადამიანი ან პირუტყვი, რაც ადვილად შეიძლება მოხდეს, მერეც ასე იტყვით?

_ არ ვიტყვი, ბატონო, მაგრამ ჩემი გასაკეთებელია? რატომ მეკითხებით, ვინ ვარ? ვისაც ევალება, გააკეთოს…

_ ხომ შეიძლება, ვიდრე “ვალდებული” მოვა, რაიმე იღონოთ და რაღაც დააფაროთ დროებით? აქვე, ახლოს, ჩვენ ვნახეთ მსგავსი ჭა, რომელსაც დაფარებული აქვს თუნუქის ფირფიტა და თან აქვე, ჯოხია დარჭობილი. პრიმიტიულად, მაგრამ მაინც, დროებით, საფრთხისგან იცავს გამვლელს…

_ რას გადამეკიდეთ? _ გაგვიბრაზდა მამაკაცი აღმაშენებლის ქუჩაზე. არადა, “გურია ნიუსი” აქ სწორედ ამ ქუჩის მცხოვრებთა სატელეფონო ზარის შემდეგ მივიდა.

აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებმა ემზარ გოთუამ გვითხრა, რომ ჭა აქვთ და სასურველია და მუდამ აქვთ სურვილი, გამდინარე წყალი მათ ოჯახებშიც იყოს:

_ აქ მოსკოვის ქუჩის გადასახვევია, აღმაშენებლის ქუჩიდან. იქამდეა წყალგაყვანილობა გაკეთებული. ჩვენთან არც კომუნისტების დროს არ ყოფილა წყალგაყვანილობა. ჭა გვაქვს თითოეულ ოჯახს და ამით ვსარგებლობთ. ყველამ იცის, რომ ჭაზე დამოკიდებულმა ადამიანმა ძალზე მომჭირნედ უნდა იხმაროს წყალი. ჯერჯერობით, აქ მცხოვრებლებმა ვერ მიაღწიეს იმას, რომ წყალი გამოეყვანათ. მე, პირადად, არ ვყოფილვარ, თუმცა, აქ მცხოვრები ქალბატონები მუდამ აქტიურობდნენ და განცხადებით მიდიოდნენ ხელისუფლებასთან. გაკეთებას მუდამ გვპირდებოდნენ, მაგრამ არაა დღემდე არაფერი გაკეთებული და არც რაიმე მსგავსი არ დაწყებულა, _ გვეუბნება გოთუა.

აქ მცხოვრებლები, ასევე, ამბობენ, რომ როცა გაწვიმდება, უზარმაზარი გუბეები დგას, სიცხეში კი, მტვერი და ბუღია.

_ გვაქვს სამართლიანი მოთხოვნა, ლამაზად და კორექტულად ვამბობთ, სანამდე ვიყოთ დაპირების ამარა? ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა. რას ჰგავს. ასეთ ქუჩაზე რომ ტროტუარი არ იარსებებს, ქალაქის რა გალამაზებაზე გვესაუბრებიან? _ გვეუბნებიან აქ მცხოვრებლები.

რაც შეეხება ყოფილი სტამბის შენობის მარცხენა მხარეს მდებარე დანჩენკოს ქუჩას, სადაც თითქოს, ასევე, წყლის პრობლემა არსებობს, არა ერთ ოჯახში ვიკითხეთ და გვითხრეს, რომ წყალი აქვთ და ყოველთვის მოედინება.

“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, გოჩა აბაშმაძეს დაუკავშირდა და მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემების შესახებ ესაუბრა:

_ გისმენთ ახლა და მართლა გულწრფელად გეუბნებით, არ მახსოვს, რაც აქ ვარ, კონკრეტულად ამ ქუჩის აღნიშნული მონაკვეთიდან ვინმეს მერიისთვის განცხადებით მოემართოს. ვერ დავიჩემებ მთლად, თუმცა, ხვალვე მოვიკითხავ ჯერ მერიაში თუ არის ბოლო პერიოდში განცხადება შემოსული, მერე კი, აუცილებლად მივალთ ადგილზე. უფრო სწორად, ხვალვე მივალთ ადგილზეც. როცა ასეთი ხასიათის განცხადებები შემოდის, ჩვენ მაშინვე მივდივართ ადგილზე, ვეცნობით პრობლემის არსს და შემდეგ ვგეგმავთ, რომ პროცედურების და ვადების დაცვით გავაკეთოთ ყველაფერი. წყლის გამოყვანა უცბად არ ხდება. ტროტუარების შესახებაც ვიკითხავ და უახლოეს პერიოდში გიპასუხებთ. ასე უცებ, ერთ დღეში დაზუსტებული პასუხის გაცემა არ შემიძლია. ვიმეორებ, მაქსიმალურად ვეცდები, ხვალვე მივიდე ადგილზე და ყველაფერი გავარკვიო, _ გვითხრა გოჩა აბაშმაძემ.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გოჩა აბაშმაძე
გაზიარება19Tweet12Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

„მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“

13:07; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად არის შეზღუდული მოძრაობა

09:44; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

გიგა ავალიანის დედა შიმშილობის დაწყებას აპირებს

20:28; 8 იანვარი, 2026

ძლიერი წვიმა, დაბალი ტემპერატურა და ქარი - როგორია ამინდის უახლესი პროგნოზი

„დედას ხელებში ჩააკვდა... ჩუტყვავილა აქვს და ოთახში ვერ შევიყვანთო“ - რას ამბობენ ოჯახის ახლობლები შემზარავ ტრაგედიაზე

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:39; 9.01.2026
მსოფლიო

ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

14:42; 9.01.2026
მსოფლიო

ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

14:18; 9.01.2026
საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9.01.2026
საზოგადოება

„მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“

13:07; 9.01.2026
ფინანსები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

12:51; 9.01.2026
პოლიტიკა

“ახალგაზრდა ადვოკატები”: ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმეზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა საგამოძიებო ორგანოსგან ხელოვნურად გაჭიანურებულია

11:47; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა- დაკავებულია ორი პირი

11:06; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:03; 9.01.2026
Some of the 4000 Santa's that took part in the Variety Santa Run cross the finish line at The Sydney Opera House, today.
ზაფრანი

“სანტა კლაუს კროსი”

10:48; 9.01.2026
ზაფრანი

ცუდი მოგონებები დაანაკუწე!

10:39; 9.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „სტუმართმოყვარეობა“

10:30; 9.01.2026
სამართალი

“მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”

10:13; 9.01.2026
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად არის შეზღუდული მოძრაობა

9:44; 9.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო