euronews– ის ინფორმაციით, 2 ივნისის საღამოს მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ მეხიკოს ზოგიერთ ნაწილში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები.
ადგილობრივი ცნობების თანახმად, კონკორდიის ხიდთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ რაიონში წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია.
დაიტბორა რამდენიმე შენობაც, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამინდის ცვალებადობასთან დაკავშირებით გაფრთხილება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქალაქის სულ მცირე ექვს მუნიციპალიტეტში წვიმა და სეტყვა იყო მოსალოდნელი.
































































