საქართველოში 12 მაისამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ამაღამ წვიმაა მოსალოდნელი, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 23-28 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, ხვალ მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსი იქნება; თბილისში – 20 გრადუსი.
7 მაისს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის პირველ ნახევარში მზიანი ამინდი იქნება, დღის ბოლოს კი იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21-26 გრადუსია მოსალოდნელი, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი 15-20 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, პერიოდულად შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21-26 გრადუსი იქნება; თბილისში – 24 გრადუსი.
8 მაისს, საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის თბილისში, კვლავ შენარჩუნდება პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 22-27 გრადუსია მოსალოდნელი, თბილისში – 25 გრადუსი.
12 მაისამდე, საქართველოში არამდგრადი, დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება.