https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თუ კაი თავმოწონე ოჯახი იყო, არც მევიდოდა შეთლით” _ ქორწილი გურიაში

6:05; 2.05.2020
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

წლების განმავლობაში ვაგროვებდი და ახლაც განვაგრძობ მასალების შეგროვებას გურიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. ქორწილი ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში და ალბათ, საინტერესო იქნება, მკითხველისთვის სხვადასხვა ადგილას მოძიებული და ჩემ მიერ შეკოწიწებული ამბების წაკითხვა გურულებისა და ქორწილის შესახებ.

ეგნატე ნინოშვილი მოთხრობაში ,,პარტახი წერდა: ,,გავიდა შემოდგომის ორი მესამედი. სოფელმა ჭირნახული მიალაგა და გაჩნდა ქორწილები; ისე კვირა-უქმე დღე არ გავიდოდა, რომ ქორწილი არ მომხდარიყო. შემოდგომა, ჭირნახულის დალაგების შემდეგ საუკეთესო დროა სოფლელისთვის, ვისაც ჯვარის დაწერა და ქორწილი ესაჭიროება. პური, ღვინო, თავისუფალი დრო თუ აქვს, სწორედ მაშინ აქვს გლეხკაცს. გასათხოვარი ქალებიც მოუთმენლად მოელოდებიან ამ დროს”.

მადიო ანთაძე-მახარაძის თქმით ,,გუუგზანიდენ წერილს, კაცს,  თუ ვერ მოასრობდენ, შუუთვლიდენ, მარა შეთლა სირცხვილი იყო და თუ კაი თავმოწონე ოჯახი იყო, არც მევიდოდა შეთლით”.

აპოლონ წულაძე ბროშურაში ,,ქორწილი, სურათები გურიის ცხოვრებიდან” (1910) აღწერდა, თუ რა მოსდევდა ოჯახში მიღებულ ქორწილის მოსაწვევ ბარათს.

,,დასაპატიჟებელ ბარათის კონვერტზე შენ სახელ-გვართან უეჭველად მიწერილი იქნება ,,თავის მეუღლითო”, ხოლო თუ ისე ბედნიერი ხარ, რომ მეუღლე არა გყავს, ისე უბედური მაინც როგორ იქნები, ან დედა, ან და, ან რძალი, ან დედათა სქესის ერთ-ერთი წარმომადგენელი არა გყავდეს ოჯახში. ასეთ შემთხვევაში კონვერტზე წარწერას ყოველთვის შესაფერი კუდი ექნება გამობმული. მოდი და ამის შემდეგ, თუ კარგი ვაჟკაცი ხარ, დამაგრდი სახლში, ებრძოლე ევის შთამომავალს. ქორწილში და ლხინში კი არა, ისეთი დღე დაგადგება, ჯოჯოხეთში, ნავთში და კუპრში წასვლაზე დასთანხმდები.

მუშაობიდგან თუ მგზავრობიდგან დაბრუნებისას, როცა ცოლი მხიარულად შემოგღიმებს, ეს იმის მომასწავლებელია, რომ ,,ქორწილის წიგნი” მოგსვლიათ და თქვენი დარბაისელი თანამესარეცლე ეხლავე შესდგომია მხიარულებას, რადგანაც კონვერტზე უკვე უპოვია და ამოუკითხავს სანტრელი სიტყვები ,,თავის მეუღლითო”.

შეიძლება ასეთის შემთხვევის გამოუცდელი ბრძანდებით და წასვლაზე უარის თქმა გაჰბედეთ. არ გირჩევთ, რადგანაც ასეთს გაბედვას ცუდი შედეგი მოჰყვება. არ დაიჯერებთ? მაშ შეიტყვეთ და დასტკბით. დაუგველი სახლი, დაურეცხელი ჯამ-ჭურჭელი, გაუშლელი ლოგინი, უმარილო და ხშირად უხარშავი შეჭამადი, უმცხვარი მჭადი და ცოლის მუდმივი ბუზღუნი: ,,მე უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილი! ამისთანა გათხოვას გუუთხოვარობა არ ჯობდა, ამისანა ქმარს უქმრობა არ მერჩია! ტირილში ვერ წავალ, წორწილში ვერ წავალ, მტერთან ვერ მივალ, მოყვარესთან ვერ მივალ… ქვეყანაში თვალს ვერ გავაჭყერ. ამისთანაი რა ბსიცოცხლე, რა სიკვტილი? ფოტინე, მაკრინე, სოფიო, მარინე, ასინე, კასინე, მატრონე, ქრისტინე, ივლიტე, დესპინე, იგინი, აგინი, დიდი და პაწაი, კაი და ავი – ყველაი აპირებს ქორწილში წასვლას და მე ბედგადაწყვეტილი შინ უნდა ვეგდო, შინ უნდა დევირჩვა… ნეტა მაინც კოჭლი ვიყო, ბრუტიანი ვიყო, ქაჩალი მჭირდეს, წელკავი მჭირდეს… სხვაზე ნაკლებად გარება ვიცოდე… სხვებზე ნაკლებად სიტყვას ვიტყოდე… რაიზა არ ვარ მე ქორწილში გამოჩენის ღირსი…

არ დაივიწყოთ, რომ ზემოდ ჩამოთვლილ ასინე-კასინეთა ლეგიონიც თავიანთ ქმრებს სწორედ ასეთ ძილის-პირებს უგალობებს და დანიშნულ დღეს, რაღა საკვირველია… ქორწილი ნაირ-ნაირის ქალ-კაცთით ივსება”.

აუცილებელი იყო მაყარი: ,,გძელი კუდიანი კაბა – დედოფალც, ცხენები და მაყრები! შორ თუ იყო, ცხენებით იცოდენ წასლა. რეთი დეინტროვოდა, ვინ იცის! ნენავ, ნენავ! ქორწილი და ტირილი ძმები არიენ! წეიყვანდენ! ზოგს ქუხნა ქონდა, მეტი აფერი. ქუხნიანი ხშირა იყო! ოდა სულ არ ქონდენ. ოდას საცხა დეინახვიდი აგერ-იგერ. გაჭირვება კი იყო, მარა ქი ცხვრობდენ და კარქა ქი იყვენ”, იუწყებოდა ფაცია კვაჭაძე-სალუქვაძე.

მას კვერს უკრავს ამირან გოგეშვილი: ,,მაყრები იცოდენ. მაყრები შეხვდებოდენ ახლა, ერთი მახარებელი მევიდოდა ახლა, მოდის ნეფე-დედოფალიო და ახარებდა ოჯახს. ახლა აქიდან ხაზეინი და ხაზეიკა შეხთებოდენ ჭიშკართან და მიესალმებოდენ”.

და რაც უმთავრესი იყო, ეს იყო სუფრა: ,,დაკლავდენ საკლავს, ხარი იქნებოდა თუ ძროხა, თხაი, რაც შიელო, ღომი, ხარჩო და მშრალი ხორცი, ინდოური თუ იყო, დასაცივსებულსაით იცოდენ. კიდომ რაცხას შეწუავდენ და თხელ-თხელი ლევაში იცოდენ, ფურცელსაით, იმას მეიტანდენ და პირადათ სტოლძე დააზავებდენ. ოტკას ჩამუარონიებდენ და ღვინო კაი უნდა ყოფილიყო, თავარი მაი იყო” -ფაცია კვაჭაძე-სალუქვაძე.

მადიო ანთაძე-მახარაძე: ,,დაკლიდენ საკლავს, ძროხას, დეკნას, ჩამეიტანდენ ფოთიდგან თებზს, მოხარჩვიდენ მოსახარჩავს, შეწუავდენ, გამოუცხობდენ ჭადეფს, ხაჭაპურეფს, ღომს დაამზადებდენ, სულგუნები ქონდენ, შეწუავდენ გოჩ, საცივს შეამზადებდენ, ზაკუსკას, მარა იმდონეთი უნდა გაკეთებულიყო, რუმე, რუმ მოთავდებოდა აი ამბავი, იერი იმდონი კიდომ უნდა დარჩენილიყო”.

ამირან გოგეშვილი: ,,ქორწილში თავარია ღვინო. ჩვენში იცოდენ ადესა. კაი ადესა გემბრიელიცაა და სასარგებლოც. კაი ადესას არ ჯობია აფერი, მარა კარქა უნდა იყოს დაყენებული. მაშინ სა იცოდენ ცოლიკაური, მაინცდამაინც მაშინ არ იყო მოშენებული”.

მადიო ანთაძე-მახარაძე იგონებდა: ,,ახლა რაფერი იყო აი ჯრისწერა: ფატა ქონდა ქალც თავზე. ორვეს, ქალცაც და ბიჩსაც, ბუკეთიანი სანთელი ხელში, ორთავეს ოთხი შაფერი ხავდა, კაბის კუდი შაფერებს ეჭირა ხელში. ახლა ჩვენ რუმ ვიყაით აი ნეფე-დედუფალი, ჯერემ გვაზიარებდენ ღვინით ორთავეს, მერე გაგვარონიებდენ ხანჯლეფს ქვეშიდან, თეფშს გასტეხთენ კიდომ, შეიძახებდენ და დეიწყებოდა სიმღერა, ცეკუა. მერე დაჟდებოდენ სტოლძე და იქეიფებდენ. აი ქეიფი გაგძელდებოდა სამს-ვოთხ დღეს; თუ მაგარი ვოჯახი იყო, – ერ კვირეს და მეც. დათრებოდენ. ნამეტანი ათრობდენ ერთქამეც. მაყრემა, აპა ჰე, რუმელი ვაჯობებთო და არცობდენ ერთქამეც ღვინით, ოტკით. ამბის მიმტანი არ გუუშვათო და იყო: დალიე და დამილიე, არ დავლევ. კი დალევ. ჩხუბიც მოყობოდა ქორწილს, ხანდისხანდაი კლელობაც კი იყო”.

ამირან გოგეშვილის გადმოცემით, ,,დეიწყებდენ ქორწილს. ჭამდენ, სვამდენ, მღეროდენ, ცეკვობდენ. ზოი დათრებოდა უბედურათ, თუ ხავდა პატრონი, გეიყუანდენ იქით, მოშორებით, ქლა არ მოგვჯაყოსო. ზოი იტანდა ღვინოს, ზოი მეიპარავდა და ე, ატყდებოდა ჩხუბი და გამიშვი და გაგიშოფ და ამბავი. მასპინძელი უნდა ყოფილიყო მაგარი და ხავდა მაგარი ბიჭები და გააკავებდენ, გეიყუანდენ განში; ხთებოდა ისეც, რომე შაკიონავდენ კაც, შეკრავდენ ბაწრით, რუმ ვერ მიერევოდენ და დაამწყტოვდენ. მერე მეიფხილებდა და იხთიდა ბოდიშს…”

საინტერესოა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა გურია აჯანყდა, გურულებმა ძველი ,,დრომოჭმული” ტრადიციების წინააღმდეგაც გაილაშქრეს _ ისინი უარყოფდნენ ,,წაბურვას” _ მიცვალებულის ოჯახისთვის ფულით დახმარებას, ,,ზარს”, აღაპს, ,,გამაღატაკებელ” ჩვეულებას, ნადიმებს და ქეიფებს, გადამეტებულ ღვინის სმას, ლოთობას, ,,რადგან ამას ხშირათ ჩხუბი და თავ-პირის მტვრევა მოყვება”, ხარჯიან ქორწილს, ჯვრისწერას. გურულები თურმე ამბობდნენ, რომ უნდა სიყვარულით იქორწინო და არა ფულის გულისთვის, ამიტომ მათ, ვინც მზითევი მიიღო, ურჩიეს უკან, პატარძლის მშობლებისათვის დაებრუნებინათ. ზოგიერთი ასეც მოქცეულა. თუმცა, თუ მშობლები თავისი სურვილით მისცემდნენ მზითევს, სიძეს უარი არ უნდა ეთქვა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

"წაღებულია 50 ათასი ლარის საქონელი"- ზუგდიდში მაღაზია გაქურდეს

კორონავირუსი კახეთში სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26.01.2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:20; 26.01.2026
საზოგადოება

ზვავის მასა ჩამოვიდა – სად აიკრძალა მოძრაობა

17:34; 26.01.2026
საზოგადოება

“ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს, კადრები წაუშალეს, დაემუქრნენ”

17:27; 26.01.2026
ფინანსები

Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა – ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა

17:05; 26.01.2026
პოლიტიკა

“ვთხოვთ ყველას” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16:49; 26.01.2026
საზოგადოება

სეს-ი ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16:30; 26.01.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი „Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის წარმდგენია

16:07; 26.01.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის რეფორმა: რომელი გამოკვლევები გახდა უფასო ლანჩხუთსა და სხვა საპილოტე ქალაქებში

15:33; 26.01.2026
პოლიტიკა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი ჩაინიშნა

15:20; 26.01.2026
სამართალი

“წერილი დატოვა…” – რას ამბობენ სუს-ში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე

14:23; 26.01.2026
სამართალი

სუს-თან, მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილმა წერილი დატოვა: რა დეტალები ხდება ცნობილი

14:03; 26.01.2026
პოლიტიკა

თარგამაძე: ციხეში ჩემი საკნის ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელმაც ამაფეთქა

13:40; 26.01.2026
საზოგადოება

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

12:46; 26.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო