თუ მას ექნება სურვილი, თქვას, სად იმყოფება, შეუძლია განცხადება გააკეთოს, მე ამის შესახებ განცხადებას არ ვაკეთებ. მუდმივად ვაკონტროლებ, როგორ იმყოფება, ის თავს საფრთხის ქვეშ არ გრძნობს,”- ამის შესახებ სახალხო დამცველმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნინო ლომჯარიას თქმით, ზაზა სარალიძეს დღეს რამდენჯერმე შეხვდა.
„მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, წასულიყო აქციებიდან, რას იზამს მომავალში, მისი გადასაწყვეტია,“- განაცხადა სახალხო დამცველმა.
სახალხო დამცველი განცხადებით, მათ შეხვედრის დროს საქმის გამოძიების შესახებ ისაუბრეს. ომბუდსმენის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესწავლას ხვალიდან აქტიურად იწყებს სახალხო დამცველის ოფისი.
„ბატონი ზაზა იყო გადაღლილი და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და ასევე, ნახოს მისი გარდაცვლილი შვილის საქმეზე გამოძიება,“- აღნიშნა ლომჯარიამ.
სახალხო დაცმველმა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„მინდა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველმა პარალელურად გამოითხოვა სისხლის სამართლის საქმის მასალები შესაფასებლად და მის შესწავლას უახლოეს პერიოდში დავიწყებთ,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.