სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის გაწყვიტოს კავშირი ევროკავშირთან,_ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა Solovyov-life-თან მიცემულ ინტერვიუში.
როგორც ამ დროისთვის ცნობილია, ინტერვიუ სრულად მოგვიანებით გამოქვეყნდება.
შეკითხვაზე – “მივდივართ ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტისკენ?”
ლავროვმა უპასუხა, რომ რუსეთი მზად იყო ამისათვის იმ შემთხვევაში, თუ სანქციები საფრთხისშემცველი იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის.
”ჩვენ მივდივართ იქიდან, რომ მზად ვართ ამისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კვლავ დავინახავთ სანქციებს ზოგიერთ სექტორში, რომლებიც რისკებს ქმნის ჩვენი ეკონომიკისთვის, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში.
ჩვენ არ გვსურს თავი განვაცალკევოთ გლობალური ცხოვრებისაგან, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუ მშვიდობა გსურთ, მოემზადეთ ომისთვის”, – თქვა მან.