ჩვენ გვაქვს ჩვენი გრძელვადიანი ხედვა და ამ ხედვაში გვინა ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი საპარლამენტო სისტემა ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ამ საუკეთესო პრაქტიკის ერთ-ერთი ელემენტია პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით“, _ აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„პოლიტიკური კომპრომისის შემთხვევაში შესაძლებელია ამ პრაქტიკის ამოქმედება გადავადდეს 6 წლით. მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები აისახება მთლიანად იმ სისტემაზე, რომელიც იმოქმედებს პლიუს მომდევნო 5 წლის განმავლობაში. საუბარია იმაზე, რომ ჩვენი გრძელვადიანი გეგმის საწინააღმდეგოდ გადავავადოთ ამ სისტემის სრულფასოვანი ამოქმედება 6 წლით და ეს უნდა ავამოქმედოთ თუ აქვს ამ პოლიტიკურ კომპრომისს აზრი. პოლიტიკურმა კომპრომისმა შესაძლოა დაკარგოს აზრი, თუ გაგრძელდება ის, რაზეც ბოლო 2-3 წუთის განმავლობაში ვსაუბრობი. საუბარია რაზე, იმ სუბიექტებმა, რომლებსაც ეხებათ პოლიტიკური კომპრომისი, უნდა წარმართონ თავიანთი საქმიანობა მოქმედი კონსტიტუციის და კანონმდებლობის, ასევე, მათი კონსტიტუციური როლის შესაბამისად. იქ, სადაც პრეზიდენტი პირდაპირ უპირისპირდება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს, ბუნებრივია, ასეთი ტიპის კომპრომისს ეკარგება ყოველგვარი მნიშვნელობა“, _აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კობახიძის განცხადებით, სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან, რომელიც პირიქით უნდა ეწინააღმდეგებოდეს მსგავს სპეკულირებას, „იყო მანიპულირება იმის, რომ თითქოს ჩვენ გარკვეულ შეზღუდვებს ვაწესებს პიროვნული ფაქტორის გათვალისწინებით“.
„არცერთი ნორმა, რომელიც ასახულის კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ ეფუძნება რაიმე პერსონალურ ფაქტორს. პერონალურ ფაქტორს ეფუძნება მოლოდ ის რეგულაცია, რომელიც ჩადებულია გარდამავალ დებულებებში და პერსნალური ფაქტორის გათვალისწინებით ხდება სრულფასოვანი ამოქმედების გადავადება 6 წლით. თუ აზრი დაკარგა კომპომისის ფაქტორმა, შეიძლება შევცვალოთ ჩვენი გადაწყვეტილება და სრულფასოვნად ავამოქმედოთ ეს ჯანსაღი და სწორი სისტემა მომდევნო წლიდან“, _ აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს პარლამენტია.
„რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაზე ყველა ფაქტორი მოახდენს გავლენას, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია, როდის რა რეგულაცია უნდა ამოქმედდეს“, _ განაცხადა კობახიძემ.
ამავე თემაზე: